1. რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა გამოთვლიილ უნდა იქნეს შემდეგნაირად:
ფრანკო-ქარხნის ფასი - VNM
RVC= ------------------------------------------------------ x 100%
ფრანკო-ქარხნის ფასი
სადაც:
RVC არის ღირებულების მინიმალური მოთხოვნა, რომელიც გამოხატულია პროცენტებში; და
VNM არის წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება.
2. VNM უნდა განისაზღვროს საბაჟო ღირებულების საფუძველზე წარმოშობის სტატუსის არმქონე, მათ შორის, გაურკვეველი წარმოშობის მასალების იმპორტის დროს. თუ აღნიშნული ღირებულება უცნობია და შეუძლებელია დადგენა, გამოიყენება პირველად დადგენილი ფასი, რომელიც გადახდილ იქნა ან გადასახდელია მასალისათვის მხარის ტერიტორიაზე.
3. თუ პროდუქტი, რომელმაც მოიპოვა წარმოშობის სტატუსი მხარის ტერიტორიაზე პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდგომ დამუშავებულ იქნა ამ მხარის ტერიტორიაზე და გამოყენებულ იქნა როგორც მასალა სხვა პროდუქტის საწარმოებლად, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული ამ მასალის წარმოშობის სტატუსის არქონის კომპონენტი პროდუქტის წარმოშობის სტატუსის განსაზღვრისა