რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა (RVC) გამოთვლილი უნდა იქნეს შემდეგნაირად:
სადაც:
RVC არის რეგიონალური ღირებულების მინიმალური მოთხოვნა, რომელიც გამოხატულია პროცენტებში;
VNM არის წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება.
VNM უნდა განისაზღვროს საბაჟო ღირებულების საფუძველზე წარმოშობის სტატუსის არმქონე, მათ შორის, დაუდგენელი წარმოშობის მასალების იმპორტის დროს. თუ აღნიშნული ღირებულება უცნობია და შეუძლებელია დადგენა, გამოიყენება პირველად დადგენილი ფასი, რომელიც გადახდილ იქნა ან გადასახდელია მასალისათვის მხარის სივრცეში.
თუ პროდუქტი, რომელმაც მოიპოვა წარმოშობის სტატუსი მხარის სივრცეში პირველი პუნქტის შესაბამისად, შემდგომ დამუშავებულ იქნა ამ მხარის სივრცეში და გამოყენებულ იქნა, როგორც მასალა სხვა პროდუქტის საწარმოებლად, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული ამ მასალის წარმოშობის სტატუსის არმქონე კომპონენტი პროდუქტის წარმოშობის სტატუსის განსაზღვრისა