წინამდებარე თავის მიზნებისათვის:

ჯგუფი, პოზიცია და ქვეპოზიცია, შესაბამისად ნიშნავს “ჰარმონიზებული სისტემის” ჯგუფს (ორნიშნა კოდებს), პოზიციას  (ოთხ ნიშნა კოდებს) და ქვეპოზიცია (ექვს ნიშნა კოდებს);

საბაჟო ღირებულება ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია  საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ შეთანხმებაში;

ფრანკო-ქარხნის ფასი ნიშნავს ქარხნის ფასს, გადახდილს პროდუქციაში  მწარმოებლისთვის, რომელიც მდებარეობს მხარის ტერიტორიაზე, სადაც სრულდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ფასს, ხელფასებსა და ნებისმიერ სხვა ხარჯსა და სარგებელს, გარდა შიდა გადასახადებისა, რომლებიც ანაზღაურებული იქნება ან შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მიღებული პროდუქციის ექსპორტის შემდეგ;

ურთიერთშემცვლელი მასალები ნიშნავს მასალებს, რომლებიც ურთიერთშემცვლელია კომერციული მიზნებისათვის, რომელთა მახასიათებლები არსებითად იდენტურია და რომელთა განსხვავება უბრალო ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელია;

საყოველთაოდ აღიარებული საბუღალტრო პრინციპები ნიშნავს მხარის აღიარებულ საბუღალტრო სტანდარტებს შემოსავლების, გასავალის, ხარჯების, აქტივებისა და პასივების აღრიცხვასთან, ინფორმაციის გამჟღავნებასთან და ფინანსური ანგარიშების მომზადებასთან მიმართებით. აღნიშნული სტანდარტები შეიძლება შეიცავდეს როგორც ზოგად სახელმძღვანელო პრინციპებს, ასევე  დეტალურ  ნორმებს, პრაქტიკასა და წესებს;

საქონელი გულისხმობს პროდუქტს ან მასალას;

მასალა გულისხმობს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნაწილს, კომპონენტს, კონსტრუქციების ნაწილებს ან საქონელს, რომელიც ფიზიკურად შერეულ იქნა სხვა პროდუქტთან ან გადამუშავებულ იქნა სხვა პროდუქტის წარმოებისას;

წარმოშობის მქონე მასალები გულისხმობს მასალებს, რომელიც წინამდებარე თავის დებულებების შესაბამისად კვალიფიცირებულია, წარმოშობილად;

პროდუქტი გულისხმობს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში; და

წარმოება გულისხმობს საქონლის მოპოვების ნებისმიერ მეთოდს, მათ შორის მოყვანა, გაზრდა, მოპოვება, მოსავლის აღება, თევზაობა, აკვაკულტურა, სოფლის მეურნეობა, ხაფანგით დაჭერა, ნადირობა, დაჭერა, შეგროვება, შეკრება, მოშენება, მოპოვება, წარმოება, საქონლის დამუშავება ან აწყობ