გარდა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შემთხვევებისა, არცერთმა მხარემ არ უნდა დააწესოს ან შეინარჩუნოს რაიმე სახის არასატარიფო ზომა, მათ შორის აკრძალვა ან შეზღუდვა ან მსგავსი ძალის მქონე ზომა მეორე მხარის სივრცეში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე, ან მეორე მხარის სივრცეში შესასვლელად განკუთვნილი საქონლის ექსპორტზე ან საექსპორტოდ გასაყიდ საქონელზე, გარდა მხარის უფლებებისა და ვალდებულებებისა WTO-ს შეთანხმების შესაბამისად.

თითოეული მხარე უზრუნველყოფს, რომ პირველი პუნქტით ნებადართული არასატარიფო ზომები არ არის შემუშავებული, მიღებული ან გამოყენებული იმ მიზნით, რომ შექმნას მხარეთა შორის ვაჭრობაში არასაჭირო დაბრკოლებები ან არ გამოიწვევს ამგვარ შედეგ