თუ სხვაგვარად არ არის დადგენილი, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

შეთანხმება ნიშნავს საქართველო – ჰონგ კონგ, ჩინეთის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას;

ანტიდემპინგის შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მუხლი VI-ის განხორციელების შესახებ, რომელიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.

სივრცე:

საქართველოსთან მიმართებით ნიშნავს ტერიტორიას, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის სახმელეთო ტერიტორიას, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ წყლებს, ზღვის ფსკერს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე ტერიტორიულ წყლებთან მომიჯნავე მიმდებარე ზონას,  განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონას და კონტინენტალურ შელფებს, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და/ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად; და

ჰონგ კონგ, ჩინეთთან მიმართებით ნიშნავს ჰონგ კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, როგორც ეს განსაზღვრულია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭოს 1997 წლის პირველი ივლისის №221 ბრძანებაში, რომელიც მოიცავს ჰონგ კონგის კუნძულს, კოულუნს და ახალ ტერიტორიებს;

საბაჟო ღირებულებების განსაზღვრის შესახებ შეთანხმება  ნიშნავს 1994 წლის ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების მუხლი VII-ის განხორციელების შესახებ შეთანხმებას, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1A დანართში;

დღეები ნიშნავს კალენდარულ დღეებს;

არსებული ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის მოქმედს;

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ერთობლივი კომისია ნიშნავს  თავი 15-ის (ინსტიტუციური დებულებები) მუხლი 1-ით (ერთობლივი კომისიის დაფუძნება) დაფუძნებულ ჰონგ კონგი, ჩინეთი – საქართველოს ერთობლივ კომისიას;

GATS ნიშნავს გენერალურ შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობის შესახებ, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების 1B დანართში;

GATT 1994 ნიშნავს 1994 წლის გენერალურ შეთანხმებას ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის  შეთანხმების 1B დანართში;

ჰარმონიზებული სისტემა გულისხმობს საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ საერთაშორისო კონვენციას, მათ შორის მისი ინტერპრეტაციის ზოგად წესებს, ნაწილებისა და თავების შენიშვნებს, ისე როგორც ეს მიღებულ იქნა და გამოიყენება მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის მიერ;

ზომა ნიშნავს ნებისმიერ კანონს, მარეგულირებელ აქტს, პროცედურას, მოთხოვნასა თუ პრაქტიკას;

მხარის ფიზიკური პირი ნიშნავს:

ჰონგ კონგ, ჩინეთისთვის არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ჰონგ კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის მუდმივად მცხოვრები პირი, მისი შიდა კანონმდებლობის შესაბამისად; და

საქართველოსთვის არის ფიზიკური პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არის საქართველოს მოქალაქე;

წარმოშობის მქონე ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების თავი 3-ის (წარმოშობის წესები) წარმოშობის წესების შესაბამისად კვალიფიცირებულს;

SCM შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ, რომელიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.

SPS შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომების გამოყენების შესახებ, რომლებიც მოცემულია WTO-ს შეთანხმების 1A დანართში.

WTO ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას; და

WTO შეთანხმება ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ მარაკეშის შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა 1994 წლის 15 აპრილს ქ. მარაკეშშ