ამ შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღიდან, თითოეული მხარე აუქმებს ყველა საბაჟო გადასახადს მეორე მხარის სივრცეში წარმოშობილ პროდუქციაზე, გარდა მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

დანართ 2-1-ში (საქართველოს გამონაკლისების ჩამონათვალი) ჩამოთვლილ პროდუქტებზე საქართველოში იმპორტისას ვრცელდება უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმის საბაჟო გადასახადი.

არცერთი მხარე არ გაზრდის არსებულ საბაჟო გადასახადს ან შემოიღებს ახალ საბაჟო გადასახადს მეორე მხარეში წარმოშობილი საქონლის იმპორტზე, გარდა წინამდებარე შეთანხმებით განსაზღვრული შემთხვევების