GATT 1994-ის X მუხლის შესაბამისად, თოთოეული მხარე ერთიანი, მიუკერძოებელი და გონივრული ფორმით ახორციელებს ყველა იმ კანონის, მარეგულირებელი აქტის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ადმინისტრირებას, რომელიც უკავშირდება საბაჟო მიზნებისთვის პროდუქციის კლასიფიკაციასა თუ შეფასებას, ან გადასახადების, გადასახდელების ან მოსაკრებლების, ან მოთხოვნების, შეზღუდვების ან აკრძალვების განაკვეთებს, რომლებიც დაწესებულია იმპორტსა თუ ექსპორტზე ან შესაბამისად, გადასახადების გადარიცხვაზე, ან რომელიც გავლენას ახდენს პროდუქციის გაყიდვაზე, დისტრიბუციაზე, ტრანსპორტირებაზე, დაზღვევაზე, დასაწყობებაზე, შემოწმებაზე, გამოფენაზე, დამუშავებაზე, შერევასა და სხვა სახით მათ გამოყენებაზე.
GATT 1994-ის VIII მუხლის შესაბამისად, არცერთი მხარე არ დააწესებს მკაცრ ჯარიმებს საბაჟო მარეგულირებელი აქტების ან პროცედურული მოთხოვნების უმნიშვნელო დარღვევებისთვის. კერძოდ, არცერთი ჯარიმა საბაჟო დოკუმენტაციაში დაშვებული ისეთი ტიპის შეცდომისთვის, რომელიც მარტივად გამოსწორებადია და აშკარად არ არის დაშვებული თაღლითური განზრახვით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა უბრალო გაფრთხილებისთვის.
დანართი 2-1
საქართველოს გამონაკლისების ჩამონათვალი
წარმოშობის წესები
ნაწილი1
წარმოშობის წესე