თუ წინამდებარე თავით სხვაგვარად არაა განსაზღვრული, შემდეგი საქონელი ჩაითვლება, როგორც მხარეში წარმოშობილი:
საქონელი, რომელიც მთლიანად მიღებულია ან წარმოებულია მხარეში, როგორც ეს განმარტებულია მე-3 მუხლში (მთლიანად მიღებული საქონელი);
საქონელი, რომელიც წარმოებულია ექსკლუზიურად მხარის სივრცეში წარმოშობილი მასალებით; და
მხარეში წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებიდან წარმოებული საქონელი, იმ პირობით, რომ საქონელი შესაბამისობაშია რეგიონალური ღირებულების მინიმალურ მოთხოვნასთან არანაკლებ 40%-ით, იმ საქონლის გარდა, რომელიც მოცემულია დანართში 3-1 (პროდუქტის წარმოშობის სპეციფიკური წესები), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულით გათვალისწინებულ მოთხოვნებ