თუ წინამდებარე თავით სხვაგარად არაა განსაზღვრული, შემდეგი საქონელი შეიძლება ჩაითვალოს, როგორც წარმოშობილი მხარის ტერიტორიაზე:

(a) საქონელი, რომელის მთლიანად მიღებულია ან წარმოებულია მხარის ტერიტორიაზე, როგორც ეს განმარტებულია მე-3 მუხლში (მთლიანად მიღებული ან წარმოებული საქონელი);

(b) მხარის ტერიტორიაზე ექსკლუზიურად წარმოშობის მქონე მასალებიდან წარმოებული საქონელი; ან

(c) მხარის ტერიტორიაზე წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებიდან წარმოებული საქონელი, იმ პირობით, რომ საქონელი შესაბამისობაშია რეგიონალური მნიშვნელობის კრიტერიუმებთან არანაკლებ 40%-ით, იმ საქონლის გარდა, რომელიც მოცემულია დანართში II (PSR), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს აღნიშნულით გათვალისწინებულ მოთხოვნებ