1. GATT 1994-ის X მუხლის შესაბამისად, თოთოეული მხარე ვალდებულია თანმიმდევრული, მიუკერძოებელი და გონივრული ფორმით განახორციელოს ყველა იმ კანონის, რეგულაციის, სასამართლო გადაწყვეტილებისა და ადმინისტრაციული გადაწყვეტილების ადმინისტრირება, რომელიც უკავშირდება საბაჟო მიზნებისთვის პროდუქციის კლასიფიკაციასა თუ შეფასებას, ან გადასახადების, გადასახდელების ან მოსაკრებლების, ან მოთხოვნების, შეზღუდვების ან აკრძალვების განაკვეთებს, რომლებიც დაწესებულია იმპორტსა თუ ექსპორტზე ან შესაბამისად, გადასახადების გადარიცხვაზე, ან რომელიც გავლენას ახდენს პროდუქციის გაყიდვაზე, დისტრიბუციაზე, ტრანსპორტირებაზე, დაზღვევაზე, დასაწყობებაზე, შემოწმებაზე, გამოფენაზე, დამუშავებაზე, შერევასა და სხვა სახით მათ გამოყენებაზე.

2. GATT 1994-ის VIII მუხლის შესაბამისად, არცერთ მხარეს არ აქვს უფლება, დააწესოს მკაცრი ჯარიმები საბაჟო რეგულაციების ან პროცედურული მოთხოვნების უმნიშვნელო დარღვევებისთვის. კერძოდ, არცერთი ჯარიმა საბაჟო დოკუმენტაციაში დაშვებული ისეთი ტიპის შეცდომისთვის, რომელიც მარტივად გამოსწორებადია და აშკარად არ არის დაშვებული თაღლითური მიზნით ან უხეში გაუფრთხილებლობით, არ უნდა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე ეს საჭიროა უბრალო გაფრთხილებისთვი