წინამდებარე თავის მიზნებისთვის:

(a) იმპორტის ლიცენზირების პროცედურების შესახებ შეთანხმება ნიშნავს შეთანხმებას იმპორტის ლიცენზირების პროცედურების შესახებ, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების 1A დანართში;

(b) „საბაჟო გადასახადი“ მოიცავს ნებისმიერი სახის საბაჟო ან იმპორტის გადასახადს და ნებისმიერი ტიპის მოსაკრებელს, ნებისმიერი სახის დამატებითი გადასახადის ან მოსაკრებლის ჩათვლით, რომელიც დაწესებულია საქონლის იმპორტთან დაკავშირებით, თუმცა არ მოიცავს არცერთი სახის:

(i) მოსაკრებელს, რომელიც GATT 1994-ის III მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად დაწესებული შიდა გადასახადის ეკვივალენტურია და ეხება ერთ-ერთი მხარის მსგავს ან პირდაპირ კონკურენტულ ან ჩანაცვლებად საქონელს, ან ისეთი ტიპის საქონელს, რომლიდანაც განხორციელდა იმპორტირებული საქონლის წარმოება მთლიანად ან ნაწილობრივ;

(ii) ანტიდემპინგურ ან საკომპენსაციო გადასახადებს, რომელიც დაწესებულია ერთ-ერთი მხარის შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად და გამოიყენება GATT 1994-ის VI მუხლის დებულებების, GATT 1994-ის VI მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმების და GATT 1994-ის სუბსიდიებისა და საკომპენსაციო ზომების შესახებ შეთანხმების შესაბამისად; ან

(iii) გადასახდელებს ან სხვა მოსაკრებლებს, რომლებიც შეესაბამება გაწეული მომსახურების ხარჯებ