თუ სხვაგვარად არ იქნა დადგენილი, წინამდებარე შეთანხმების მიზნებისთვის:

(a) დღეები ნიშნავს კალენდარულ დღეებს;

(b) არსებული ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლის თარიღისთვის მოქმედს;

(c) GATS ნიშნავს გენერალურ შეთანხმებას მომსახურებით ვაჭრობის შესახებ, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის (WTO) შეთანხმების 1B დანართში;

(d) GATT 1994 ნიშნავს 1994 წლის გენერალურ შეთანხმებას ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ, რომელიც მოცემულია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმების 1B დანართში;

(e) ზომები ნიშნავს ნებისმიერ შიდასახელმწიფოებრივ კანონს, რეგულაციას, პროცედურას, მოთხოვნასა თუ პრაქტიკას;

(f) WTO ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციას; და

(g) WTO შეთანხმება ნიშნავს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის დაფუძნების შესახებ მარაკეშის შეთანხმებას, რომელიც შესრულდა 1994 წლის 15 აპრილს ქ. მარაკეშში.

თავი 2

საქონლით ვაჭრო