1. საქართველოსთან მიმართებით, წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, როგორც ეს დადგენილია საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით, მათ შორის სახმელეთო ტერიტორიაზე, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეზე მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ წყლებზე, ზღვის ფსკერზე, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეზე მათ ზემოთ, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს, აგრეთვე ტერიტორიულ წყლებთან მომიჯნავე მიმდებარე ზონაზე, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაზე და კონტინენტურ შელფებზე, რომელთა მიმართ საქართველო ახორციელებს სუვერენულ უფლებებს და/ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლის შესაბამისად.
2. ჩინეთთან მიმართებით, წინამდებარე შეთანხმება ვრცელდება ჩინეთის მთელ საბაჟო ტერიტორიაზე, მათ შორის სახმელეთო ტერიტორიაზე, ტერიტორიის ზემოთ არსებულ საჰაერო სივრცეზე, შიდა წყლებზე და ტერიტორიულ წყლებზე, ისევე როგორც მათ ფსკერზე და წიაღისეულზე, და ნებისმიერ ტერიტორიაზე ტერიტორიული ზღვის ფარგლებს გარეთ, რომელთა მიმართ ჩინეთი შესაძლოა ახორციელებდეს სუვერენულ უფლებებს და/ან იურისდიქციას საერთაშორისო სამართლისა და მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად;
3. თითოეული მხარე ვალდებულია სრულად დაიცვას წინამდებარე შეთანხმების დებულებები და მიიღოს მის ხელთ არსებული ყველა გონივრული ზომა ადგილობრივი მთავრობისა და საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედ ხელისუფლების ორგანოთა მიერ აღნიშნული დებულებების შესრულების მიზნი