წინამდებარე თავის მიზნებისათვის:
„საბაჟო ღირებულება“ ნიშნავს ღირებულებას, როგორც ეს განსაზღვრულია 1994 წლის ტარიფებსა და ვაჭრობის შესახებ გენერალური შეთანხმების VII მუხლის განხორციელების შესახებ შეთანხმებაში (შეთანხმება საბაჟო ღირებულების განსაზღვრის შესახებ);
„ფრანკო-ქარხნის ფასი“ ნიშნავს ქარხნის ფასს, გადახდილს პროდუქციაში მწარმოებლისთვის, რომელიც მდებარეობს მხარის ტერიტორიაზე, სადაც სრულდება პროდუქციის საბოლოო დამუშავება ან გადამუშავება, იმ პირობით, რომ ფასი მოიცავს ყველა გამოყენებული მასალის ფასს, ხელფასებსა და ნებისმიერ სხვა ხარჯსა და სარგებელს, გარდა შიდა გადასახადებისა, რომლებიც ანაზღაურებული იქნება ან შეიძლება ანაზღაურებულ იქნეს მიღებული პროდუქციის ექსპორტის შემდეგ;
„ურთიერთშემცვლელი მასალები“ ნიშნავს მასალებს, რომლებიც ურთიერთშემცვლელია კომერციული მიზნებისათვის, რომელთა მახასიათებლები არსებითად იდენტურია და რომელთა განსხვავება უბრალო ვიზუალური დათვალიერებით შეუძლებელია;
„საყოველთაოდ აღიარებული საბუღალტრო პრინციპები“ ნიშნავს მხარის აღიარებულ საბუღალტრო სტანდარტებს შემოსავლების, გასავალის, ხარჯების, აქტივებისა და პასივების აღრიცხვასთან, ინფორმაციის გამჟღავნებასთან და ფინანსური ანგარიშების მომზადებასთან მიმართებით. აღნიშნული სტანდარტები შეიძლება შეიცავდეს როგორც ზოგად სახელმძღვანეოლოებს, ასევე დეტალურ ნორმებს, პრაქტიკასა და წესებს;
„საქონელი“ გულისხმობს პროდუქტს ან მასალას;
„პროდუქტი“ გულისხმობს წარმოებულ პროდუქტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მისი გამოყენება მოგვიანებით განზრახულია სხვა საწარმოო ოპერაციაში;
„მასალა“ გულისხმობს ნებისმიერ ინგრედიენტს, ნაწილს, კომპონენტს, კონსტრუქციების ნაწილებს და/ან საქონელს, რომელიც ფიზიკურად შერეულ იქნა სხვა პროდუქტთან ან გადამუშავებულ იქნა სხვა პროდუქტის წარმოებისას;
„წარმოება“ გულისხმობს საქონლის მოპოვების ნებისმიერ მეთოდს, მათ შორის და არა მხოლოდ, მოყვანა, გაზრდა, მოპოვება, მოსავლის აღება, თევზაობა, აკვაკულტურა, სოფლის მეურნეობა, ხაფანგით დაჭერა, ნადირობა, დაჭერა, შეგროვება, შეკრება, მოშენება, მოპოვება, წარმოება, საქონლის დამუშავება ან აწყობა;
„წარმოშობის მქონე მასალები“ გულისხმობს მასალებს, რომელიც კვალიფიცირებულია, როგორც წინამდებარე თავის დებულებების შესაბამისად წარმოშობილი;
„ჰარმონიზებული სისტემა“ გულისხმობს „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ 1983 წლის საერთაშორისო კონვენციასა და მის შემდგომ ცვლილებებ