1. მიუხედავად მე-2 (c) მუხლისა, საქონელი არ უნდა ჩაითვალოს წარმოშობის მქონედ, თუ მან მხოლოდ გაიარა ერთ ან მეტი ქვემოთ მოცემული ოპერაცია ან დამუშავება:

(a) კონსერვირების ოპერაციები პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს;

(b) საგნების ნაწილების მარტივი აწყობა, რათა შეადგინოს მთლიანი საგანი, ან პროდუქტების დაშლა ნაწილებად;

(c) შეფუთვის, გახსნის ან ხელახალი შეფუთვის ოპერაციები გაყიდვის ან შენახვის მიზნებისათვის;

(d) ცხოველების დაკვლა;

(e) რეცხვა, წმენდა, მტვრის, ჟანგის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;

(f) ქსოვილის დაუთოება ან დაპრესვა;

(g) ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;

(h) მარცვლეულისა და ბრინჯის გარჩევა, ნაწილობრივი ან სრული გაუფერულება, გაპრიალება და მომინანქრება;

(i) შაქრის ღებვის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები;

(j) ხილის, თხილისა და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;

(k) თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;

(l) გაცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით); ჭრა, დასერვა, გატარება, დახვევა, ან გორგლის დაშლა;

(m) მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;

(n) შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;

(o) პროდუქციის მარტივი შერევა, მიუხედავად იმისა არის ეს სხვადასხვა ტიპის თუ არა;

(p) წყლით ან სხვა სითხით მარტივი გაზავება, რომელიც არსებითად არ ცვლის საქონლის მახასიათებლებს; ან

(q) ოპერაციები, რომელთა ერთადერთი მიზანია პორტში ტვირთის დამუშავების გაადვილება.

2. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მხარის ტერიტორიაზე მოცემული საქონლის წარმოებისას განხორციელებული ყველა ოპერაცია, მიუხედავად იმისა აღნიშნული საქონლის მიერ გავლილი ოპერაცია ან დამუშავება მიჩნეულია თუ არა პირველ პუნქტში მითითებულ არასაკმარისი დამუშავება ან გადამუშავება