1. ამ მუხლის მე-2 პუნქტის დაურღვევლად, შემდეგი ოპერაციები ჩაითვლება არასაკმარის დამუშავებად წარმოშობის მქონე პროდუქციისთვის სტატუსის მინიჭების თვალსაზრისით, მიუხედავად იმისა, შესრულებულია თუ არა მე-4 მუხლის მოთხოვნები:
(ა) კონსერვირების ოპერაციები პროდუქციის ვარგისიანობის შენარჩუნების უზრუნველყოფის მიზნით ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს;
(ბ) ფუთების დაშლა და აწყობა;
(გ) რეცხვა, წმენდა; მტვრის, მჟავის, ზეთის, საღებავის ან სხვა სახის საფარების მოცილება;
(დ) ქსოვილის დაუთოება ან დაპრესვა;
(ე) ღებვისა და გაპრიალების მარტივი ოპერაციები;
(ვ) ბრინჯის გასუფთვება და ნაწილობრივი ან სრული დაფქვა; გაპრიალება და მომინანქრება (შოკოლადით დაფარვა) მარცვლეულისა და ბრინჯის;
(ზ) შაქრის ღებვის ან არომატიზაციის ან შაქრის ნატეხების დამზადების ოპერაციები; შაქრის კრისტალების ნაწილობრივი ან სრული დაფქვა;
(თ) ხილის, თხილის და ბოსტნეულის თლა, კურკის გამოცლა და ნაჭუჭის მოცილება;
(ი) თლა, მარტივი ფქვა ან მარტივი ჭრა;
(კ) ცრა, გაცხრილვა, გადარჩევა, კლასიფიცირება, დაჯგუფება, მისადაგება; (ნაკეთობათა კომპლექტების შედგენის ჩათვლით);
(ლ) მარტივი მოთავსება ბოთლებში, თუნუქის ქილებში, კოლბებში, ჩანთებში, ჩემოდნებში, ყუთებში, დამაგრება ბარათებზე ან დაფებზე და შეფუთვის სხვა მარტივი ოპერაციები;
(მ) შტამპების, იარლიყების, ლოგოების და სხვა განმასხვავებელი ნიშნების მიმაგრება ან ბეჭდვა პროდუქციაზე ან მათ შეფუთვაზე;
(ნ) პროდუქციის მარტივი შერევა, მიუხედავად იმისა, არის ეს სხვადასხვა ტიპის თუ არა;
(ო) შაქრის შერევა ნებისმიერ მასალებთან;
(პ) წყლის მარტივი დამატება ან პროდუქტების განზავება ან გაუწყლოება ან დენატურაცია;
(ჟ) სრული ნაკეთობის შემადგენელი ნაწილებისგან აწყობა ან პროდუქციის დაშლა ნაწილებად;
(რ) ცხოველების დაკვლა;
(ს) (ა)-(რ) ქვეპუნქტებში მოცემული ორი ან მეტი ოპერაციის კომბინირება.
2. ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე მოცემულ პროდუქციასთან მიმართებაში ჩატარებული ყველა ოპერაცია განიხილება ერთად დამუშავება-გადამუშავების საკმარისობის დადგენის საკითხის დაყენებისას პირველი პუნქტის მიხედვი