1. ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები ჩაითვლება მთლიანად ერთი მხარის მიერ წარმოებულად სხვა მხარეში ექსპორტის დროს:

(ა) ამ ქვეყნის ნიადაგიდან ან ზღვის ფსკერიდან ამოღებული მინერალური პროდუქტები და ბუნებრივი წყალი;

(ბ)  იქ მოყვანილი მცენარეული პროდუქტები, მათ შორის  წყლის მცენარეები და ბოსტნეული;
(გ)  იქ დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი ცხოველები;

(დ)   იქ გაზრდილი ცოცხალი ცხოველებისაგან წარმოებული პროდუქცია;

(ე) იქ დაბადებული და გაზრდილი დაკლული ცხოველებისგან წარმოებული პროდუქცია;
(ვ) იქ განხორციელებული ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია;

(ზ) აკვაკულტურის პროდუქტები, სადაც თევზები, კიბოსნაირნი, მოლუსკები და სხვა წყლის უხერხემლოები იბადებიან ან იზრდებიან წარმოშობილი კვერცხისგან, ლიფსიტებისგან, წვრილი თევზებისგან ან ახალგაზრდა ორაგულისგან;

(თ) ზღვაში თევზჭერით მიღებული ან ზღვიდან მიღებული სხვაგვარი პროდუქცია მისი მცურავი საშუალებების დახმარებით ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ;

(ი) მათ მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია, რომელიც მიღებულია მხოლოდ (თ) ქვეპუნქტში მოხსენიებული პროდუქტებიდან;

(კ) იქ მოპოვებული მეორადი საგნები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად;

(ლ)  ნარჩენები და ჯართი, რომელიც წარმოიშობა იქ განხორციელებული საწარმოო ოპერაციების შედეგად;

(მ) ტერიტორიული წყლების გარეთ ზღვის ნიადაგიდან ან ქვენიადაგიდან ამოღებული პროდუქცია იმ პირობით, რომ მათ აქვთ აღნიშნული ნიადაგის ან ქვენიადაგის დამუშავების ექსკლუზიური უფლება;

(ნ) იქ წარმოებული საქონელი, რომელიც შექმნილია მხოლოდ „ა-მ” ქვეპუნქტებში დადგენილი პროდუქციისგან.

2. ტერმინები „მისი მცურავი საშუალებები” და „მისი მცურავი თევზსარეწი“, მოცემული პირველი პუნქტის (თ) და (ზ) ქვეპუნქტებში, ეხება მხოლოდ იმ მცურავ საშუალებებსა და მცურავ თევზსარეწებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:

(ა) რეგისტრირებულია ექსპორტიორ ან იმპორტიორ მხარეში;

(ბ) დაცურავენ ექსპორტიორი ან იმპორტიორი მხარის დროშის ქვეშ;
(გ)  აკმაყოფილებენ შემდეგ პირობებს:

(i) მათ სულ მცირე 50%-ს ფლობენ ექსპორტიორი ან იმპორტიორი მხარის მოქალაქეები; ან

(ii) მათ ფლობს კომპანიები:

– რომელთაც აქვთ თავიანთი სათავო ოფისი და მთავარი ბიზნესსაქმიანობის ადგილი ექსპორტიორ ან იმპორტიორ მხარეში; და

– რომელთა სულ მცირე 50%-ს ფლობს ექსპორტიორი ან იმპორტიორი მხარე, ან საჯარო უწყებები, ან ამ მხარეების მოქალაქეები.

3. მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, როდესაც ექსპორტიორი ან იმპორტიორი მხარე არის ევროკავშირი, ეს გულისხმობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს.

4. მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, EFTA სახელმწიფოები მიჩნეული უნდა იყოს მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარე