1. მე-4 მუხლის ნაწილობრივი გაუქმების და ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც II დანართის ჩამონათვალში მითითებული პირობების შესაბამისად, არ უნდა იქნეს გამოყენებული მოცემული პროდუქტის წარმოებაში, ამის მიუხედავად, შეიძლება გამოყენებულ იქნეს იმ პირობით, რომ მათი საერთო სუფთა წონა ან პროდუქტის სავარაუდო ღირებულება არ აჭარბებს:

(ა) პროდუქტის სუფთა წონის 15%-ს, რომელიც განეკუთვნება მე-2 და მე-4-დან 24-მდე თავებს, გარდა მე-16 თავში დასახელებული გადამუშავებული თევზპროდუქტებისა;

(ბ) პროდუქტის ფრანკო-ქარხნის ფასის 15%-ს, გარდა (ა) პუნქტით გათვალისწინებული პროდუქტებისა.

ეს პუნქტი არ ვრცელდება ჰარმონიზებული სისტემის 50-63-ე თავებში მოქცეულ პროდუქტებზე, რომელთა მიმართაც გამოიყენება I დანართის მე-6 და მე-7 შენიშვნებში აღნიშნული დასაშვები ცდომილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით დაუშვებელია წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მაქსიმალური შემცველობის პროცენტობის გადაჭარბება, როგორც ეს განსაზღვრულია II დანართის ჩამონათვალში მითითებულ წესებში.

3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება პროდუქტებზე, რომლებიც მთლიანად მიიღება მხარეში მე-3 მუხლის მიხედვით. ამასთან, მე-6 და მე-9 მუხლების 1-ლი პუნქტის შეუზღუდავად, ამ დებულებებით გათვალისწინებული დასაშვები ცთდომილება მაინც გამოიყენება პროდუქტების მიმართ, რისთვისაც II დანართის ჩამონათვალში მოცემული წესის თანახმად, მასალები, რომლებიც გამოიყენება ამ პროდუქტის წარმოებაში, მთლიანად უნდა იყოს შეძენილ