1. წინამდებარე წესების მოქმედებისთვის შეფასების ერთეული იქნება გარკვეული პროდუქცია, რომელიც კლასიფიცირების განსაზღვრისას ჩაითვლება ძირითად ერთეულად ჰარმონიზებული სისტემის ნომენკლატურის გამოყენებით, რაც ნიშნავს, რომ:
(ა) როცა ნაკეთობათა ჯგუფისგან შემდგარი პროდუქცია ფასდება ჰარმონიზებული სისტემის პირობების მიხედვით ერთი სათაურის ქვეშ, მთლიანი პროდუქცია წარმოადგენს შეფასების ერთეულს;
(ბ) როცა პარტია შედგება ჰარმონიზებული სისტემის იმავე ჯგუფის ქვეშ კლასიფიცირებული მთელი რიგი იდენტური პროდუქციისგან, თითოეული პროდუქცია აღებული უნდა იქნეს ინდივიდუალურად წინამდებარე წესების გამოყენებისას.
2. როდესაც ჰარმონიზებული სისტემის ზოგადი მე-5 წესის მიხედვით პროდუქცია მოიცავს შეფუთვას კლასიფიცირების მიზნებისთვის, იგი ასევე ჩართული უნდა იქნეს წარმოშობის განსაზღვრის მიზნებისთვისაც.
3. ერთ მოწყობილობასთან, დანადგართან, აპარატთან ან სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად გამოგზავნილი აქსესუარები, სათადარიგო ნაწილები და ხელსაწყოები, რომლებიც წარმოადგენენ ჩვეულებრივი მოწყობილობის ნაწილს და შეტანილია მის ფრანკო-ქარხნის ფასში, განიხილება ამგვარ მოწყობილობასთან, დანადგართან, აპარატსა და სატრანსპორტო საშუალებასთან ერთა