1. შესაბამისი შეთანხმებით დადგენილი პრეფერენციული რეჟიმი ეხება მხოლოდ იმ პროდუქციას, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე წესების მოთხოვნებს და განკუთვნილია მხარეში იმპორტირებისთვის იმ შემთხვევაში, თუ იგივე პროდუქცია ექსპორტირდება მეორე მხარის მიერ. ისინი არ უნდა შეიცვალოს, გარდაიქმნას რაიმე ფორმით ან დაექვემდებაროს ოპერაციებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საჭიროა მათი ვარგისიანობის შენარჩუნება, ან ნიშნების, ეტიკეტების, ბეჭდების ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტაციის დამატება იმპორტიორი მხარის სპეციალურ საშინაო მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, რომლებიც განხორციელებულია საბაჟო ზედამხედველობით სატრანზიტო მესამე ქვეყანა(ებ)ში, ან დანაწევრება, სანამ არ იქნება გამოყენებული ადგილობრივი მოხმარებისთვის.

2. პროდუქციის ან პარტიების შენახვა შეიძლება განხორციელდეს იმ პირობით, რომ ისინი საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ რჩებიან სატრანზიტო მესამე ქვეყანა(ებ)ში.

3.  ამ დანართის V თავის შეუზღუდავად, პარტიების დაყოფა შეიძლება მოხდეს იმ პირობით, რომ ისინი დარჩებიან გაყოფის განმახორციელებელ მესამე ქვეყანა(ებ)ში.

4. დაინტერესების შემთხვევაში, იმპორტიორ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს იმპორტიორს ან მის წარმომადგენელს, ნებისმიერ დროს წარუდგინონ ყველა შესაბამისი დოკუმენტი, ამ მუხლის შესაბამისობის დამადასტურებელი საბუთის სახით, რომელიც შეიძლება წარმოდგენილი იყოს ნებისმიერი დოკუმენტური მტკიცებულებით, განსაკუთრებით:

(ა)  საკონტრაქტო სატრანსპორტო დოკუმენტები, როგორიცაა ზედნადები;

(ბ) ფაქტობრივი ან კონკრეტული მტკიცებულებები, რომლებიც ემყარება შეფუთვების მარკირებას ან ნუმერაციას;
(გ)     დაყოფის განმახორციელებელი ან სატრანზიტო ქვეყნის/ქვეყნების საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული მოწმობა პროდუქციაზე ზემოქმედების არარსებობის შესახებ,  ან ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ საქონელი რჩება საბაჟო ორგანოს ზედამხედველობის ქვეშ სატრანზიტო ან დაყოფის განმახორციელებელ ქვეყანა(ებ)ში; ან

(დ)  საქონელთან დაკავშირებული ნებისმიერი მოწმობ