1. მე-7 მუხლით გათვალისწინებული კუმულაცია გამოიყენება იმ პირობით, რომ:

(ა) წარმოშობის სტატუსის მიღების პროცესში ჩართულ ხელშემკვრელ მხარეებსა და დანიშნულების ხელშემკვრელ მხარეს შორის მოქმედებს 1994 წლის გენერალური შეთანხმება ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ (GATT) XXIV მუხლის მოთხოვნების თანახმად გაფორმებული შეთანხმება შეღავათიანი ვაჭრობის შესახებ; და

(ბ) საქონელმა მოიპოვა წარმოშობის სტატუსი წარმოშობის შესახებ  წინამდებარე წესების იდენტური წესების გამოყენებით.

2. ცნობები, რომლებიც მიუთითებს კუმულაციის გამოყენების აუცილებელი მოთხოვნების შესრულებაზე, უნდა გამოქვეყნდეს ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (C სერია) და საქართველოს ოფიციალურ გამოცემაში, იქაური პროცედურების შესაბამისად.

მე-7 მუხლით გათვალისწინებული კუმულაცია გამოიყენება ამ ცნობებში მითითებული თარიღიდან.

მხარეები ევროკომისიას გადასცემენ სხვა მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეებთან დადებული შესაბამისი შეთანხმებების დეტალებს, მათ შორის ამ წესების ძალაში შესვლის თარიღებს.

3. წარმოშობის დამადასტურებელ საბუთში უნდა იყოს განცხადება, მითითებული ინგლისურ ენაზე „CUMULATION APPLIED WITH (შესაბამისი მოქმედი ხელშემკვრელი მხარის/მხარეების დასახელება ინგლისურ ენაზე)”, როდესაც პროდუქტმა მიიღო წარმოშობის სტატუსი წარმოშობის კუმულაციის გამოყენებით მე-7 მუხლის შესაბამისად.

იმ შემთხვევებში, როდესაც გადაადგილების მოწმობა EUR.1 გამოიყენება წარმოშობის დამადასტურებელ საბუთად, ეს განცხადება უნდა გაკეთდეს EUR.1 გადაადგილების მოწმობის მე-7 გრაფაში.

4. მხარეებს შეუძლიათ გადაწყვიტონ, რომ მათთვის ექსპორტირებული პროდუქტების შემთხვევაში, რომლებმაც, მე-7 მუხლის შესაბამისად, ექსპორტიორ მხარეში წარმოშობის სტატუსი მიიღეს წარმოშობის კუმულაციის გამოყენებით, უარი თქვან წარმოშობის მტკიცებულებაზე ამავე მუხლის1 მე-3 პუნქტში მოცემული განცხადების მითითების ვალდებულების შესრულებაზე.

მხარეებმა უნდა შეატყობინონ ევროკომისიას უარის თქმის შესახებ, მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

1  მხარეები თანხმდებიან უარი თქვან წარმოშობის დამადასტურებელ საბუთში მე-8 მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული განცხადების შეტანის ვალდებულებაზ