ამ შეთანხმების განხორციელების მიზნით, ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტები უნდა ჩაითვალოს ერთი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილად მისი ექსპორტისას მეორე მხარეში:

(ა) პროდუქცია, რომელიც მთლიანად წარმოშობილია მხარეში მე-3 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებში;

(ბ)  ერთ-ერთი მხარის მიერ წარმოებული პროდუქცია ისეთი მასალებით, რომლებიც არ არის მთლიანად წარმოშობილი ამ ტერიტორიაზე, იმ პირობით, რომ ამგვარმა მასალებმა განიცადეს საკმარისი დამუშავება-გადამუშავება აღნიშნულ ტერიტორიაზე მე-4 მუხლის მნიშვნელობის ფარგლებშ