1. იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი ან საქართელო კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, წერილობით წარადგენს შეტყობინებას კონვენციის დეპოზიტართან კონვენციიდან გასვლის განზრახვის შესახებ, ევროკავშირი და საქართველო დაუყოვნებლივ დაიწყებენ მოლაპარაკებებს ამ შეთანხმების განხორციელების მიზნებისთვის წარმოშობის წესების განსაზღვრის თაობაზე.

2. ახლად შეთანხმებული წარმოშობის წესების ძალაში შესვლამდე, ამ შეთანხმების მიზნებისთვის, გამოიყენება კონვენციიდან გასვლის მომენტისთვის ძალაში მყოფი I დანართი და, საჭიროებისამებრ, II დანართის შესაბამისი დებულებები.  ამასთან,  გასვლის მომენტისთვის ძალაში მყოფი კონვენციის I  დანართი და, საჭიროებისამებრ, II დანართის შესაბამისი  დებულებები  განმარტებული იქნება ისე, რომ  არსებობდეს ორმხრივი კუმულაციის საშუალება  მხოლოდ საქართველოსა და ევროკავშირის შორის.

დანართი A

ალტერნატიული მოქმედი წარმოშობის წესები

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შორის სურვილისამებრ გამოყენების წესები, კონვენციაში შესწორების შეტანის დასრულებამდე და ძალაში შესვლამდე

(„წესები“ ან „გარდამავალი წესები“)

„წარმოშობის სტატუსის მქონე საქონლის“ ცნების განსაზღვრა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები

სარჩევი

მიზნები

თავი I   ზოგადი დებულებე