დანართების ჩამონათვალი

დანართი I:      გაცნობითი ხასიათის შენიშვნები II დანართში მოცემული ნუსხის მიმართ

დანართი II:    დამუშავების ან გადამუშავების ჩამონათვალი, რომელიც უნდა განხორციელდეს წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებზე, რათა წარმოებულმა პროდუქტმა მიიღოს წარმოშობის სტატუსი

დანართი III:   წარმოშობის დეკლარაციის ტექსტი

დანართი IV:   EUR. 1 გადაადგილების სერტიფიკატის ნიმუშები და EUR. 1 გადაადგილების სერტიფიკატის გამოყენება

დანართი V:    სეუტასა და მელილაში წარმოშობილი საქონლის შესახებ მოქმედი განსაკუთრებული პირობები

დანართი VI:   მომწოდებლის დეკლარაცია

დანართი VII: მომწოდებლის გრძელვადიანი დეკლარაცია

მიზნები

წინამდებარე წესები არჩევითი ხასიათისაა. ისინი განკუთვნილია დროებითი გამოყენებისთვის მანამ, სანამ არ დასრულდება და ძალაში არ შევა პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის წარმოშობის პრეფერენციული წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ("PEM კონვენცია" ან "კონვენცია") შესწორება. ეს წესები ორმხრივად გამოიყენება იმ ხელშემკვრელ მხარეებს შორის ვაჭრობისთვის, რომლებიც თანხმდებიან მიუთითონ მათზე ან შეიტანონ ისინი ორმხრივ შეღავათიან სავაჭრო ხელშეკრულებებში. წინამდებარე წესები გამიზნულია წარმოადგენდეს კონვენციის წესების ალტერნატივას, რომლებიც, როგორც ამას კონვენცია ითვალისწინებს, არ ეწინააღმდეგება შესაბამის შეთანხმებებში ჩამოყალიბებულ პრინციპებს და არც ხელშემკვრელ მხარეებს შორის დადებულ სხვა დაკავშირებულ ორმხრივ შეთანხმებებს.
შესაბამისად, ეს წესები არ იქნება სავალდებულო, არამედ არჩევითი. ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ეკონომიკური ოპერატორების მიერ, რომელთაც სურთ მოიპოვონ პრეფერენციები ამ წესების საფუძველზე, კონვენციის წესების ნაცვლად.

ეს წესები არ არის გამიზნული კონვენციის შეცვლისთვის. კონვენცია განაგრძობს სრულად ფუნქციონირებას კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს შორის. ეს წესები არ შეცვლის კონვენციით გათვალისწინებული ხელშემკვრელი მხარეების უფლებებსა და მოვალეობებს.

თავი I - ზოგადი დებულებებ