1. ამ მუხლის მესამე პუნქტისა და მე-6 მუხლის შეუზღუდავად, პროდუქცია, რომელიც არ არის ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი, ჩაითვლება საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად, თუ დაკმაყოფილებულია II დანართში საქონელთან დაკავშირებით ჩამოთვლილი პირობები.

2. თუ პროდუქცია, რომელმაც მიიღო წარმოშობის სტატუსი ქვეყანაში, 1-ლი პუნქტის შესაბამისად, გამოიყენება როგორც მასალა სხვა პროდუქციის წარმოებისთვის, ყურადღება არ უნდა მიექცეს იმ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მის წარმოებაში.

3. განსაზღვრა იმისა, დაკმაყოფილებულია თუ არა 1-ლი პუნქტის მოთხოვნები, ხორციელდება თითოეული პროდუქტისთვის.

თუმცა, თუ შესაბამისი წესი ემყარება წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მაქსიმალურ შემცველობასთან შესაბამისობას, მხარეთა საბაჟო ორგანოებმა შესაძლებელია ექსპორტიორებს ნება დართონ გამოთვალონ საქონლის ფრანკო-ქარხნის ფასი და წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების საშუალო ღირებულება, როგორც ეს მოცემულია მე-4 პუნქტში, რათა გათვალისწინებული იყოს ფასებისა და ვალუტის კურსის მერყეობის საკითხი.

4. მე-3 პუნქტის მეორე ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პროდუქტის საშუალო ფრანკო-ქარხნის ფასი და წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების საშუალო ღირებულება უნდა გამოითვალოს შესაბამისად ფრანკო-ქარხნის ფასების ჯამის საფუძველზე, რომლებიც გადახდილია წინა ფისკალური წლის განმავლობაში  იმავე პროდუქტის გასაღების ყველა შემთხვევის გათვალისწინებით და ექსპორტიორი მხარის მიერ განსაზღვრული წინა ფისკალური წლის განმავლობაში იმავე პროდუქციის წარმოებაში გამოყენებული ყველა წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალის ღირებულების ჯამის ჩათვლით, ან, თუ არ არსებობს სრული ფისკალური წლის მონაცემები, მაშინ გამოითვლება უფრო მოკლე დროით, რომელიც არ უნდა იყოს სამ თვეზე ნაკლები.

5. ექსპორტიორები, რომლებმაც საშუალო გაანგარიშება აირჩიეს, თანმიმდევრულად გამოიყენებენ ასეთ მეთოდს საანგარიშგებო ფისკალური წლის მომდევნო წლის განმავლობაში, ან, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მოკლე პერიოდის შემდეგ, რომელიც გამოყენებულია მითითებად. მათ შეიძლება შეწყვიტონ ასეთი მეთოდის გამოყენება, როდესაც მოცემული ფისკალური წლის განმავლობაში, ან უფრო მოკლე წარმომადგენლობითი პერიოდის განმავლობაში, არანაკლებ სამი თვისა, ისინი აღნიშნავენ, რომ შეჩერებულია ხარჯების ან ვალუტის კურსის რყევები, რომლებიც ამართლებდა ამ მეთოდის გამოყენებას.

6.  მე-4 პუნქტში მითითებული საშუალო გამოყენებული უნდა იქნეს, როგორც ფრანკო-ქარხნის ფასი და წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების ღირებულება, წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მაქსიმალურ შინაარსთან შესაბამისობის დადგენის მიზნი