1. მე-2 მუხლის დებულებების დაურღვევლად, პროდუქცია ჩაითვლება ექსპორტიორ მხარეში წარმოშობილად სხვა ქვეყანაში გატანისას, თუ მათი წარმოება მოხდა ამ ტერიტორიაზე, და გამოყენებულია მასალები, რომლებიც წარმოშობილია მოთხოვნის წარმდგენი ნებისმიერი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე ექსპორტიორი მხარის გარდა, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები აღემატება მე-6 მუხლით გათვალისწინებულს. აუცილებელი არ არის, რომ ასეთი მასალა იყოს საკმარისად დამუშავებული-გადამუშავებული.

2. როდესაც ექსპორტიორ მხარეში განხორციელებული დამუშავება-გადამუშავება არ აღემატება მე-6 მუხლით გაწერილ ოპერაციებს, ნებისმიერ სხვა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი მასალების გამოყენებით მიღებული პროდუქტი ჩაითვლება ექსპორტიორ მხარეში წარმოშობილ პროდუქტად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნილი დამატებითი ღირებულება აღემატება იმ გამოყენებული მასალების ღირებულებას, რომლებიც წარმოშობილია ნებისმიერი სხვა მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე. თუ ეს ასე არ არის, წარმოებული პროდუქტი ჩაითვლება იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე წარმოშობილად, რომელ მათგანზეც მოდის ექსპორტიორ მხარეში პროდუქციის წარმოებისას გამოყენებული მასალების უმეტესი ღირებულება.

3. მე-2 მუხლის დაურღვევლად, და 50-63-ე თავებით გათვალისწინებული პროდუქტის გამოკლებით, ექსპორტიორი მხარის გარდა მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეში განხორციელებული დამუშავება-გადამუშავების ოპერაციები ჩაითვლება ექსპორტიორ მხარეში განხორციელებულად, როდესაც წარმოებული პროდუქტები განიცდიან შემდგომ დამუშავებას ან გადამუშავებას ამ ექსპორტიორ მხარეში.

4. მე-2 მუხლის დაურღვევლად, 50-63-ე თავებით გათვალისწინებული პროდუქტისთვის და მხოლოდ ორმხრივი ვაჭრობის მიზნებისთვის მხარეებს შორის, იმპორტიორ მხარეში განხორციელებული დამუშავება ან გადამუშავება ჩაითვლება ექსპორტიორ მხარეში განხორციელებულად, როდესაც პროდუქტი გაივლის შემდგომ დამუშავებას ან გადამუშავებას ამ ექსპორტიორ მხარეში.

ამ პუნქტის მიზნებისათვის, ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეები და მოლდოვას რესპუბლიკა განიხილება როგორც ერთი მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე.

5. მხარეებს შეუძლიათ გააფართოონ ამ მუხლის მე-3 პუნქტის მოქმედების მასშტაბი და იგი ვრცელდებოდეს ცალმხრივად 50-63-ე თავების პროდუქტების იმპორტზე. მხარე, რომელიც ირჩევს ასეთ გაფართოებას, ატყობინებს მეორე მხარეს და აცნობებს ევროკომისიას მე-8 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

6. მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კუმულაციის მიზნებისთვის წარმოშობის სტატუსის მქონე პროდუქტი მიიჩნევა წარმოშობის სტატუსის მქონედ ექსპორტიორ მხარეში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ჩატარებული დამუშავება ან გადამუშავება   აღემატება მე-6 მუხლით მითითებულ ოპერაციებს.

7. პირველ პუნქტში მითითებული ერთ-ერთ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე წარმოშობილი პროდუქცია, რომელიც არ არის დამუშავებული ან გადამუშავებული ექსპორტიორი მხარის ტერიტორიაზე, ინარჩუნებს წარმოშობას, როდესაც ხდება მისი ექსპორტი ერთ-ერთი სხვა მოთხოვნის წარმდგენ ხელშემკვრელ მხარეშ