1. მე-2 მუხლის მიზნებისთვის, პროდუქცია, რომელიც არ არის ქვეყანაში მთლიანად წარმოშობილი, ჩაითვლება საკმარისად დამუშავებულად-გადამუშავებულად, თუ დაკმაყოფილებულია II დანართში ჩამოთვლილი პირობები.
წინამდებარე შეთანხმებით ყველა პროდუქციისთვის განსაზღვრული, ეს პირობები, მიუთითებს დამუშავება-გადამუშავების იმ ტიპს, რომელიც უნდა შესრულდეს წარმოებაში გამოყენებულ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებზე და გამოიყენება მხოლოდ ამგვარ მასალებთან მიმართებაში. შესაბამისად, აქედან გამომდინარეობს, რომ თუ პროდუქცია, რომელმაც მიიღო წარმოშობის სტატუსი ჩამონათვალში მოხსენიებული პირობების დაცვის საფუძველზე, გამოიყენება სხვა პროდუქციის წარმოებისთვის, რომლის წარმოებასთან დაკავშირებული პირობები არ ეხება მას და ყურადღება არ უნდა მიექცეს იმ წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალებს, რომლებიც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო მის წარმოებაში.
2. პირველი პუნქტის მიუხედავად, წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალები, რომლებიც, II დანართში მითითებული ჩამონათვალის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად, არ უნდა გამოიყენებოდეს პროდუქციის წარმოებაში, შეიძლება მაინც გამოიყენებოდეს, იმ პირობით, რომ:
(a) მათი მთლიანი ღირებულება არ აღემატება პროდუქციის ფრანკო-ქარხნის ფასის 10%;
(b) წარმოშობის სტატუსის არმქონე მასალების მაქსიმალური ღირებულების ჩამონათვალში მოცემული ნებისმიერი პროცენტულობა არ არის გადაჭარბებული ამ პუნქტის ამოქმედებით.
ეს პუნქტი არ ეხება იმ პროდუქციას, რომელიც განეკუთვნება ჰარმონიზებული სისტემის 50-63 თავებს.
3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტები იმოქმედებს მე-6 მუხლის დებულებების გათვალისწინები