1. შემდეგი ჩაითვლება მთლიანად ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე მთლიანად წარმოშობილ პროდუქციად მისი ექსპორტირებისას სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე:
(a) ამ ქვეყნების ნიადაგიდან ან ზღვის ფსკერიდან ამოღებული მინერალური პროდუქტები;
(b) იქ მოყვანილი მცენარეული პროდუქტები;
(c) იქ დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი;
(d) იქ გაზრდილი ცოცხალი საქონლისაგან წარმოებული პროდუქცია;
(e) იქ განხორციელებული ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია;
(f) ზღვაში თევზჭერით მიღებული ან ზღვიდან მიღებული სხვაგვარი პროდუქცია ექსპორტიორი მხარის მცურავი საშუალებების დახმარებით მათი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ;
(g) მათ მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია, რომელიც მიღებული მხოლოდ (f) ქვეპუნქტში მოხსენიებული პროდუქტებიდან;
(h) იქ მოპოვებული მეორადი საგნები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად, მეორადი საბურავების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ პროტექტორის აღსადგენად ან ნარჩენის სახით გამოსაყენებლად;
(i) ნარჩენები და ჯართი, რომელიც წარმოიშობა იქ განხორციელებული საწარმოო ოპერაციების შედეგად;
(j) ტერიტორიული წყლების გარეთ ზღვის ნიადაგიდან ან ქვენიადაგიდან ამოღებული პროდუქცია იმ პირობით, რომ მათ აქვთ აღნიშნული ნიადაგის ან ქვენიადაგის დამუშავების ექსკლუზიური უფლება;
(k) იქ წარმოებული საქონელი, რომელიც შექმნილია მხოლოდ “a“-j“ ქვეპუნქტებში დადგენილი პროდუქციისგან.
2. ტერმინები “მისი მცურავი საშუალებები“ და “მისი მცურავი თევზსარეწი“, მოცემული პირველი პუნქტის (f) და (g) ქვეპუნქტებში ეხება მხოლოდ იმ მცურავ საშუალებებსა და მცურავ თევზსარეწებს, რომლებიც:
(a) რეგისტრირებულია ან აღრიცხულია ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე;
(b) დაცურავენ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის დროშის ქვეშ;
(c) რომელთა, სულ მცირე, 50%-ს ფლობენ ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები, ან კომპანია, რომლის სათავსო ოფისი მდებარეობს ექსპორტიორ ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიაზე და რომელთა მენეჯერი ან მენეჯერები, დირექტორთა საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან ამგვარი საბჭოების წევრთა უმრავლესობა წარმოადგენს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს და რომლებშიც, დამატებით, პარტნიორობის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საწარმოების შემთხვევაში, კაპიტალის, სულ მცირე, ნახევარი ეკუთვნის ექსპორტიორ ხელშემკვრელ მხარეს ან მათ სახელმწიფო ორგანოებს ან მოქალაქეებს;
(d) რომელთა კაპიტანი და ოფიცრები არიან ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები; და
(e) რომელთა ეკიპაჟის, სულ ცოტა, 75% შეადგენს ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს.
3. მე-2 პუნქტის (a) და (b) ქვეპუნქტების მიზნებისთვის, როდესაც ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარე არის ევროკავშირი, ეს ნიშნავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფო