2. თუ წინამდებარე კონვენცია არ შევა ძალაში 2011 წლის 1 იანვარს, იგი ძალაში უნდა შევიდეს სულ მცირე ორი ხელშემკვრელი მხარის მიერ შეერთების ბოლო სიგელის დეპონირებიდან მეორე თვის პირველ დღეს.

3. ნებისმიერ სხვა ხელშემკვრელ მხარესთან მიმართებით, გარდა იმ მხარეებისა, რომლებიც გათვალისწინებულია პირველი და მე-2 პუნქტებით, წინამდებარე კონვენცია ძალაში უნდა შევიდეს ამ მხარის მიერ შეერთების სიგელის დეპონირებიდან მეორე თვის პირველ დღეს.

4. დეპოზიტარი ხელშემკვრელ მხარეს შეატყობინებს თითოეული ხელშემკვრელი მხარის შეერთების სიგელის დეპონირებისა და წინამდებარე კონვენციის ძალაში შესვლის თარიღს აღნიშნული ინფორმაციის ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების გზით (C სერიები