2. ერთობლივმა კომიტეტმა უნდა იმოქმედოს ერთსულოვნების პრინციპის დაცვით, 5(4) მუხლის დაურღვევლად.

3. ერთობლივი კომიტეტი უნდა შეიკრიბოს საჭიროებისამებრ, თუმცა სულ მცირე წელიწადში ერთხელ. ნებისმიერ ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია მოითხოვოს შეხვედრის გამართვა.

4. ერთობლივმა კომიტეტმა უნდა მიიღოს საკუთარი საპროცედურო წესები, რომელიც, inter alia, შეიცავს დებულებებს შეხვედრების გამართვის, თავმჯდომარის დანიშვნისა და მისი უფლებამოსილების ვადის შესახებ.

5. ერთობლივ კომიტეტს შეუძლია გადაწყვიტოს, შექმნას ნებისმიერი ქვე-კომიტეტი ან სამუშაო ჯგუფი, რომელიც მას დაეხმარება თავისი ფუნქციების განხორციელებაშ