2. „საქონლის წარმოშობის“ ცნება და მასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები გაწერილია წინამდებარე კონვენციის დანართებში.
I დანართი ადგენს საქონლის წარმოშობის ცნების განსაზღვრასა და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდების ზოგად წესებს.
II დანართი ადგენს ზოგიერთ ხელშემკვრელ მხარეს შორის გამოსაყენებელ სპეციალურ დებულებებს და I დანართით გაწერილი დებულებებიდან გადახვევას.
3. წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარეები არიან:
– ევროკავშირი
– ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის სახელმწიფოები, როგორც ეს ჩამოთვლილია პრეამბულაში,– დანიის სამეფო ფარერის კუნძულებთან მიმართებით,– ბარსელონას პროცესის მონაწილეები, როგორც ეს ჩამოთვლილია პრეამბულაში,– ევროკავშირის სტაბილიზაციისა და ასოცირების პროცესის მონაწილეები, როგორც ეს ჩამოთვლილია პრეამბულაში.
ევროკავშირთან მიმართებით, წინამდებარე კონვენცია გავრცელდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ევროკავშირის ხელშეკრულება მოქმედებს, როგორც ეს განსაზღვრულია აღნიშნული ხელშეკრულების 52-ე მუხლითა და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 355-ე მუხლი