2. მესამე მხარემ დეპოზიტარს უნდა გაუგზავნოს წერილობითი მოთხოვნა კონვენციასთან შეერთების თაობაზე.

3. დეპოზიტარმა მოთხოვნა განსახილველად უნდა წარუდგინოს ერთობლივ კომიტეტს.

4. ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება მესამე მხარის წინამდებარე კონვენციასთან შეერთების თაობაზე უნდა გაეგზავნოს დეპოზიტარს, რომელმაც, ორი თვის განმავლობაში, აღნიშნული გადაწყვეტილება, მიმდინარე თარიღისთვის კონვენციის მოქმედ ტექსტთან ერთად, უნდა გადაუგზავნოს მოთხოვნის წარმდგენ მესამე მხარეს. ერთი ცალკეული ხელშემკვრელი მხარე ვერ შეეწინააღმდეგება ამ გადაწყვეტილებას.

5. მესამე მხარემ, რომელიც მიწვეულია გახდეს წინამდებარე კონვენციის ხელშემკვრელი მხარე, უნდა გაუგზავნოს დეპოზიტარს შეერთების სიგელი. აღნიშნულ სიგელებს თან უნდა ახლდეს კონვენციის თარგმანი ამ მესამე მხარის ოფიციალურ ენაზე (ებზე).

6. შეერთება ძალაში შევა შეერთების სიგელის დეპონირებიდან მეორე თვის პირველ დღეს.

7. დეპოზიტარმა ყველა ხელშემკვრელ მხარეს უნდა შეატყობინოს შეერთების სიგელის დეპონირებისა და მისი ძალაში შესვლის თარიღი.

8. 4(2) და (3) მუხლით გათვალისწინებული ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაციები და გადაწყვეტილებები, რომლებიც მიიღება წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის წარდგენისა და შეერთების ძალაში შესვლის თარიღებს შორის პერიოდში დეპოზიტარის მეშვეობით ასევე უნდა მიეწოდოს შეერთებულ მესამე მხარეს.

ამგვარი ქმედებების მიმღები დეკლარაცია უნდა ჩაიწეროს ან შეერთების სიგელში ან დეპოზიტართან დეპონირებულ ცალკე დოკუმენტში შეტყობინების გაგზავნიდან ექვსი თვის განმავლობაში. თუ დეკლარაცია არ იქნება დეპონირებული ამ პერიოდის განმავლობაში, შეერთება ჩაითვლება გაუქმებულად.

9. მე-4 პუნქტით გათვალისწინებული თარიღიდან, შესაბამისი მესამე მხარე შესაძლოა, ერთობლივ კომიტეტში და ნებისმიერ ქვე-კომიტეტსა და სამუშაო ჯგუფებში წარმოდგენილ იქნეს დამკვირვებლის სტატუსით.

ნაწილი IV

გარდამავალი და დასკვნითი დებულებე