1.         შემდეგი ჩაითვლება მთლიანად კონტრაქტორი მხარის ტერიტორიაზე სრულად წარმოშობილ პროდუქციად:

(a)     ამ ქვეყნების ნიადაგიდან ან ზღვის ფსკერიდან ამოღებული მინერალური პროდუქტები;

(b)     იქ მოყვანილი მცენარეული პროდუქტები;

(c)     იქ დაბადებული და გაზრდილი ცოცხალი საქონელი;

(d)     იქ გაზრდილი ცოცხალი საქონლისაგან წარმოებული პროდუქცია;

(e)     იქ განხორციელებული ნადირობითა თუ თევზჭერით მიღებული პროდუქცია;

(f)      საზღვაო თევზჭერით მიღებული ან სხვაგვარი პროდუქცია, ამოღებული ზღვიდან ექსპორტიორი მხარის მცურავი საშუალებების დახმარებით მათი ტერიტორიული წყლების საზღვრებს გარეთ;

(g)     მათ მცურავ თევზსარეწში წარმოებული პროდუქცია, რომელიც ექსკლუზიურადაა მიღებული “f” ქვეპუნქტში მოხსენიებული პროდუქტებიდან;

(h)     იქ მოპოვებული გამოყენებული საგნები, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ ნედლეულის აღსადგენად, გამოყენებული საბურავების ჩათვლით, რომლებიც გამოიყენება მხოლოდ პროტექტორის აღსადგენად ან გამოსაყენებლად ნარჩენის სახით;

(i)      ნარჩენები და ჯართი, რომელიც წარმოიშობა იქ განხორციელებული საწარმოო ოპერაციების შედეგად;

(j)      ტერიტორიული წყლების გარეთ ზღვის ნიადაგიდან ან ქვენიადაგიდან ამოღებული პროდუქცია იმ პირობით, რომ მათ აქვთ აღნიშნული ნიადაგის ან ქვენიადაგის დამუშავების ექსკლუზიური უფლება;

(k)     იქ წარმოებული საქონელი, რომელიც შექმნილია “a”-j” ქვეპუნქტებში დადგენილი პროდუქციისგან.

2.         ტერმინები “მისი მცურავი საშუალებები” და “მისი მცურავი თევზსარეწი“, მოცემულია პირველი პუნქტის “f” და “g” ქვეპუნქტებში და ეხება მხოლოდ იმ მცურავ საშუალებებსა და მცურავ თევზსარეწებს, რომლებიც:

(a)     რეგისტრირებულია ან აღრიცხულია ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან საქართველოში;

(b)     დაცურავენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს დროშის ქვეშ;

(c)     რომელთა, სულ მცირე, 50%-ს ფლობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს მოქალაქეები, ან კომპანია, რომლის სათავო ოფისი მდებარეობს ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ან საქართველოში და რომელთა მენეჯერი ან მენეჯერები, დირექტორთა საბჭოს ან სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ან ამგვარი საბჭოების წევრთა უმრავლესობა წარმოადგენს ევროკავშირის ან საქართველოს მოქალაქეებს და რომლებშიც, პარტნიორობის ან შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიების შემთხვევაში, კაპიტალის, სულ ცოტა, ნახევარი ეკუთვნის ევროკავშირის წევრ ქვეყანას ან საქართველოს, მათ სახელმწიფო ორგანოებს ან მოქალაქეებს;

(d)    რომელთა კაპიტანი და ოფიცრები არიან ევროკავშირის წევრი ქვეყნის ან საქართველოს მოქალაქეები; და

(e)     რომელთა ეკიპაჟის, სულ ცოტა, 75% შეადგენს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს მოქალაქეებ