1. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ და ამ დანართის 5(6) მუხლის დებულებებისთვის ზიანის მიუყენებლად, პროცედურის ყველა ნაბიჯი, მათ შორის თითოეული რჩევა და შეთავაზებული გადაწყვეტილება არის კონფიდენციალური. თუმცა, თითოეულ მხარეს შეუძლია საჯარო გახადოს ის ფაქტი, რომ მედიაცია მიმდინარეობს.
2. მედიაციის პროცედურა ზიანს არ აყენებს მხარეთა უფლებებსა და ვალდებულებებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავის (დავების მოგვარება) დავების მოგვარების დებულებებით ან სხვა ხელშეკრულების დებულებებით.
3. მედიაციის პროცედურის დაწყებამდე ამ შეთანხმების IV კარის (ვაჭრობა და ვაჭრობასთან დაკავშირებული საკითხები) მე-14 თავით (დავების მოგვარება) გათვალისწინებული კონსულტაციები არ არის სავალდებულო. თუმცა, მედიაციის პროცედურის დაწყებამდე, მხარეს ჩვეულებრივ შეუძლია გამოიყენოს თანამშრომლობასა და კონსულტაციასთან დაკავშირებით ამ შეთანხმებით გათვალისწინებული სხვა დებულებები.
4. ამ ან სხვა შეთანხმებით გათვალისწინებული დავების მოგვარების პროცესში მხარე არ უნდა დაეყრდნოს ან წარმოადგინოს, როგორც მტკიცებულება და არც პანელმა უნდა გაითვალისწინოს:
(a) მეორე მხარის პოზიცია მედიაციის პროცედურის მიმდინარეობისას ან ინფორმაცია შეგროვებული ამ დანართის მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად.
(b) ის ფაქტი, რომ მეორე მხარემ მიანიშნა თავის მზაობაზე დათანხმდეს საკითხის იმ ზომასთან მიმართებით გადაწყვეტას, რომელიც არის მედიაციის საგანი;
(c) მედიატორის მიერ მიცემული რჩევა ან შეთავაზებები.
5. მედიატორი არ შეიძლება იყოს პანელის წევრი წინამდებარე შეთანხმებით ან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის შეთანხმებით გათვალისწინებულ დავების მოგვარების პროცესში, როდესაც საქმე ეხება იმავე საკითხს, რომელზეც ის იყო მედიატორ