1.            როდესაც მხარეები შეთანხმდებიან გადაწყვეტილებაზე, თითოეულმა მხარემ უნდა გაატაროს ის ზომები, რომლებიც აუცილებელია იმისათვის, რომ მოხდეს ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების იმპლემენტაცია შეთანხმებულ დროის მონაკვეთში.

2.            იმპლემენტაციის განმახორციელებელმა მხარემ მეორე მხარეს წერილობით უნდა მიაწოდოს ინფორმაცია ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების იმპლემენტაციისთვის გადადგმული ნაბიჯებისა და გატარებული ზომების შესახებ.

ნაწილი 3

ზოგადი დებულებე