1.            მედიაციის პროცედურის დაწყებამდე მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია წერილობით მოითხოვოს ინფორმაცია იმ ზომაზე, რომელიც უარყოფით გავლენას ახდენს მის სავაჭრო ინტერესებზე. მხარე, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა, 20 დღის განმავლობაში გასცემს წერილობით პასუხს, რომელიც მოიცავს მის შენიშვნებს იმ ინფორმაციაზე, რომელსაც შეიცავს მოთხოვნა.

2.            როდესაც პასუხის გამცემი მხარე თვლის, რომ პასუხის გაცემა 20 დღის განმავლობაში შეუძლებელია, ის შეატყობინებს ინფორმაციის მომთხოვნ მხარეს დაყოვნების მიზეზებს და ასევე აცნობებს უმოკლესი პერიოდის შესახებ, რომლის განმავლობაშიც ის შეძლებს პასუხის გაცემა