1. მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს, რომ მხარეებმა დაიწყონ მედიაციის პროცესი. ასეთი მოთხოვნა მეორე მხარეს უნდა გაეგზავნოს წერილობით. მოთხოვნა უნდა იყოს საკმარისად დეტალური, რათა ნათლად ასახავდეს მომთხოვნი მხარის ინტერესებს და უნდა:
(a) ახდენდეს განსახილველი სპეციალური ზომის იდენტიფიცირებას;
(b) შეიცავდეს განცხადებას იმ ზომის სავარაუდო უარყოფით გავლენაზე, რომელიც მომთხოვნი მხარის აზრით უარყოფით გავლენას ახდენს ან მოახდენს მის სავაჭრო ინტერესებზე, და
(c) ხსნიდეს იმას, თუ რატომ მიიჩნევს მომთხოვნი მხარე, რომ ეს გავლენა დაკავშირებულია ზომასთან.
2. მედიაციის პროცედურა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით. მხარემ, რომელსაც გაეგზავნა მოთხოვნა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მოთხოვნა უნდა განიხილოს კეთილგანწყობილად, მიიღოს ან უარყოს იგი და ამის შესახებ წერილობით უპასუხოს მოთხოვნის მიღებიდან ათი დღის განმავლობაშ