1.            მედიაციის პროცედურის დაწყებისას მხარეებმა უნდა გამოიჩინონ ძალისხმევა, რომ შეთანხმდნენ მედიატორზე ამ დანართის მე-3 მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე პასუხის მიღებიდან არაუგვიანეს 15 დღისა.

2.            იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეძლებენ მედიატორზე შეთანხმებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ დროში, თითოეულ მხარეს შეუძლია მოსთხოვოს ამ შეთანხმების 408-ე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარეს ან თანათავმჯდომარეებს ან მათ დელეგატებს კენჭისყრით აირჩიონ მედიატორი ამ შეთანხმების 268-ე მუხლით დადგენილი სიიდან. ორივე მხარის წარმომადგენლებს საკმარისი დროით ადრე უნდა დაეგზავნოთ შეტყობინება და მოწვეულ უნდა იყვნენ კენჭისყრაზე დასასწრებად. ნებისმიერ შემთხვევაში, კენჭისყრა უნდა განხორციელდეს იმ მხარის/მხარეების მონაწილეობით, რომლებიც ესწრებიან.

3.            ვაჭრობის საკითხებზე ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ ან თანათავმჯდომარემ ან მათმა დელეგატებმა მედიატორი უნდა აირჩიონ თითოეული მხარის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნის გაკეთებიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში.

4.            თუ ამ შეთანხმების 268-ე მუხლში მოცემული სია არ არის შედგენილი იმ დროისთვის, როდესაც გაკეთდა მოთხოვნა ამ დანართის მე-3 მუხლის შესაბამისად, მედიატორად კენჭი ეყრება იმ პირთა კანდიდატურებს, რომლებიც ფორმალურად წამოყენებულია ერთი ან ორივე მხარის მიერ.

5.            თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, მედიატორი არ უნდა იყოს რომელიმე მხარის მოქალაქე.

6.            მედიატორი უნდა დაეხმაროს მხარეებს მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ, რათა ნათელი მოეფინოს ზომას და ვაჭრობაზე მის შესაძლო გავლენას, და მიღწეულ იქნას ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილება. ამ შეთანხმების XXI დანართში მოცემული არბიტრთა და მედიატორთა ქცევის კოდექსი ვრცელდება მედიატორებზე, შესაბამისი შესწორებების გათვალისწინებით. (ამ შეთანხმების XX დანართში მოცემული პროცედურული წესების მე-3 - მე-7 (შეტყობინებები) და 41-ე - 45-ე (თარგმნა და თარჯიმნობა) წესები, შესაბამისი შესწორებების გათვალისწინებით, , ასევე ეხება მედიატორებ