1. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ უნდა გაითვალისწინონ გარემოებები, რომლებიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მედიატორის შერჩევას განაპირობებს.

2. მედიატორის შერჩევის დროს მხარეებმა, აგრეთვე ამ კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ შეიძლება გაითვალისწინონ შემდეგი საკვალიფიკაციო კრიტერიუმები:

ა) მედიაციის პროცესის ან მოლაპარაკების სხვა ისეთი პროცესის წარმართვის გამოცდილება, რომლის შინაარსი არ ეწინააღმდეგება კანონს, საჯარო წესრიგს ან ზნეობრივ ნორმებს;

ბ) სასამართლო წარმოების ან დავის ალტერნატიული გზით გადაწყვეტის პროცესში მონაწილეობის გამოცდილება;

გ) დავის შინაარსის შესაბამის სამართლებრივ საკითხებზე მუშაობის გამოცდილება;

დ) მედიაციის აღიარებული ორგანიზაციის მიერ აკრედიტაცია;

ე) მედიაციის ეფექტიანად წარმართვა, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზის მოძიება და სხვა მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, მედიატორის საქმიანი რეპუტაცია და ავტორიტეტი;

ვ) სხვა საკვალიფიკაციო კრიტერიუმი, მედიაციის თაობაზე შეთანხმების შესაბამისა