1. მედიატორი ვალდებულია თავიდან აიცილოს ინტერესთა კონფლიქტი ან/და მოახდინოს რეაგირება ინტერესთა კონფლიქტის ფაქტებზე.
2. თუ მათი თავიდან აცილება ვერ მოხერხდა,მედიატორს უფლება არა აქვს:
ა) გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისათვის გამოიყენოს სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამედიცინო მედიაციის განხორციელებასთან დაკავშირებით;
ბ) მედიაციისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა სიკეთის სახით, გარდა მედიატორისათვის განკუთვნილი ანაზღაურებისა;
გ) იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარედ მონაწილეობს ის ორგანიზაცია, რომელშიც მას უკავია თანამდებობა ან იმყოფება შრომით ურთიერთობებში;
დ) იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარე არის მისი ახლო ნათესავი.
3.
მედიატორი, რომელსაც საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას აქვს ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესი, ვალდებულია ამის თაობაზე აცნობოს სამსახურს და უარი განაცხადოს სამედიცინო მედიაციის პროცესში მონაწილეობის მიღებაზე.
4. ინტერესთა კონფლიქტის არსებობისას მიღებული გადაწყვეტილება ბათილია.
5. დავა შეიძლება განიხილოს ერთმა ან რამდენიმე მედიატორმა. დავის განხილვისას მედიატორთა რაოდენობა უნდა იყოს კენტი.
6. მედიატორის/მედიატორების უფლებამოსილებით აღჭურვა ხდება სამსახურის უფროსის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით;
7. ერთზე მეტი მედიატორის მიერ კონკრეტული დავის განხილვისას, მედიატორები ირჩევენ თავმჯდომარეს.
8. მხარეთა სასარგებლოდ საკითხი უნდა გადაწყდეს განხილვის მონაწილე მედიატორთა ხმათა
უმრავლესობით, ხმების თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა