1. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სამსახური
უფლებამოსილია ჩაატაროს საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ზეპირი განხილვა ან საქმის განხილვა მხოლოდ საბუთებისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით, სამსახური
ვალდებულია ჩაატაროს ზეპირი განხილვა მედიაციის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარეებმა უარი განაცხადეს ზეპირ მოსმენაზე.

2. თუ ერთ-ერთი მხარე არასაპატიო მიზეზით არ ცხადდება საქმის განხილვაზე ან არ წარმოადგენს თავის პოზიციასა და მტკიცებულებებს, სამსახურს
შეუძლია განაგრძოს საქმის განხილვა და გამოიტანოს გადაწყვეტილება მის ხელთ არსებული მტკიცებულებებისა და საბუთების საფუძველზე, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
3
. საჭიროების შემთხვევაში, მხარეებს წინასწარ ეცნობებათ სხდომისა და მოსმენის ჩატარების დროისა და ადგილის შესახებ, რისთვისაც შეიძლება გამოყენებულ იქნე
ს წერილობითი მიმართვა დაზღვეული წერილის სახით ან კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებები (ელ. ფოსტა, ტელეფონი).

4
. მედიაციის პროცესი ფორმდება წერილობით, ოქმის სახით.
5
. მედიაციის პროცესი მიმდინარეობს სამსახურის განთავსების ადგილას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა.
6. სამედიცინო მედიაციის პროცესის წარმოების ენაა ქართული. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია თარჯიმნის გამოყენება.
7. სამედიცინო მედიაცი
ის პროცესში თუ დაინტერესებული მხარის განცხადება ან მის მიერ წარმოდგენილი სხვა დოკუმენტი შედგენილია არაახელმწიფო ენაზე, დაინტერესებული მხარე ვალდებულია სამსახურის მიერ დადგენილ ვადაში წარმოადგინოს განცხადების ან დოკუმენ
ტის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი.
8. ყველა განცხადება, საბუთი თუ სხვა ინფორმაცია, რომელსაც წარუდგენს სამსახურს
ერთ-ერთი მხარე, უნდა გაეცნოს მეორე მხარეს. მხარეებს უნდა წარედგინოთ ექსპერტის ყველა დასკვნა ან სხვა მტკიცებულებები, რომლებიც სამსახურმა
შეიძლება საფუძვლად დაუდოს თავის გადაწყვეტილებას.
9. თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ყველა განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი მტკიცებულება, წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული.
10. მედიაციის პროცესის მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია დაიცვას მედიაციის საკითხის განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალობა.

11. მედიაციის პროცესში გამოყენებული კომპენსაციის პრინციპები განისაზღვრება დანართი №1.3-ის
შესაბამისად.
12. სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება/ რეკომენდაცია ან დადგენილება ფორმდება წერილობით