1. სამსახურის მიერ მხარისათვის ქონებრივი ზიანის თაობაზე მიღებული რეკომენდაცია ან გადაწყვეტილება ძალაში შესვლამდე საჭიროებს მედიაციის საბჭოს დადასტურებას.
2. მედიაციის
საბჭოს მიერ საკითხის განხილვისა და მისი შედეგების შესახებ ინფორმაცია წერილობითი სახით ეგზავნება სამსახურს მედიაციის
საბჭოს მიერ გადაწყვეტილების/ რეკომენდაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.
3.საბჭოს სამდივნოს ფუნქციას ახორციელებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი-სამინისტროს აპარატი