მუხლი 13. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულება
თავი II — მედიაციის პროცესი
1. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეიძლება სასამართლომ აღასრულოს.
2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ.
3. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესებით.
საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1158 - ვებგვერდი, 12.12.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 09.12.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 1-ჯერ.
წინა რედაქცია (27.09.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 13. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულება 1. მხაკერძო მეთდიაციის შეთდეგანხმდ შებდგენით,ლი სამედიაციო მორიგება მხარეთა შეთანხმების საფუძველზე შეიძლება სასამართლომ აღასრულოს. 2. კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების მოთხოვნით სასამართლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეთანხმების საფუძველზე შეიძლება მიმართოს ერთ-ერთმა ან ორივე მხარემ. 3. სასამართლო კერძო მედიაციის შედეგად შედგენილი სამედიაციო მორიგების აღსრულების საკითხს განიხილავს ამ კანონითა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. თავი III საქართველოს მედიატორთა ასოციაცია.