1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმე შეიძლება დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით მედიატორს გადაეცეს.
2. მედიატორისათვის საქმის გადაცემის შესახებ განჩინება არ გასაჩივრდება.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.09.2019 კანონი №4955
- 20.12.2011 კანონი №5550
რედაქციების შედარება
წინა რედაქცია (20.12.2019 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 1871. სასამართლო მედიაცია 1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე შეიძლება გადაეცეს მედიატორს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით. [ 1. სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმე შეიძლება დავის მხარეთა შეთანხმებით დასრულების მიზნით მედიატორს გადაეცეს. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)] 2. მედიატორისათვის საქმის გადაცემის შესახებ განჩინება არ გასაჩივრდება. მუხლი1872 . სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოსაყენებელი ნორმები სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები, ამ თავის თავისებურებათა გათვალისწინებით. [მუხლი 187 2 . სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოსაყენებელი ნორმები სასამართლო მედიაციისადმი დაქვემდებარებული საქმეების მიმართ გამოიყენება „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესები, ამ კოდექსის თავისებურებათა გათვალისწინებით. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 იანვრიდან)]
წყარო
ოფიციალური ტექსტი: matsne.gov.ge — საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025.
გამოქვეყნება: პარლამენტის უწყებანი, 47-48, 31/12/1997.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება