მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლი · სსსკ 182
თავი XXI — საქმეების განხილვა პირველი ინსტანციით
1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ –არა.
2. სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.
3. რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია.
4. თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება.
საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000 წ., მუხ.71
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
რედაქციის ისტორია
მატსნეს კონსოლიდირებულ ტექსტში ამ მუხლს ცვლილების აღნიშვნა არ ახლავს (აქტი მიღებულია 14.11.1997).
წინა რედაქცია (25.05.2012 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 182. რამდენიმე სასარჩელო მოთხოვნის გაერთიანება და გამოყოფა 1. მოსარჩელეს შეუძლია ერთ სარჩელში გააერთიანოს ამ სასამართლოს განსჯადი რამდენიმე მოთხოვნა ერთი და იმავე მოპასუხის მიმართ, იმისგან დამოუკიდებლად, ერთსა და იმავე საფუძვლებს ემყარება ეს მოთხოვნები, თუ –არა. 2. სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია. 3. რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის მიმართ წარდგენილი მოთხოვნების მიღებისას, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული განხილვა უფრო მიზანშეწონილია. 4. თუ სასამართლოს წარმოებაშია რამდენიმე ერთგვაროვანი და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებული საქმე, რომლებშიც ერთი და იგივე ან სხვადასხვა მხარე მონაწილეობს, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარის შუამდგომლობით გააერთიანოს ეს საქმეები ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, თუ ასეთ გაერთიანებას შედეგად მოჰყვება დავის უფრო სწრაფად და სწორად განხილვა. მოსამართლე, რომელსაც მიმართეს საქმეთა გაერთიანების შესახებ შუამდგომლობით, თავის წარმოებაში არსებულ საქმესთან აერთიანებს თავის წარმოებაშივე ან სხვა მოსამართლის წარმოებაში არსებულ საქმეს, რის თაობაზედაც გამოაქვს მოტივირებული განჩინება. საქართველოს 2000 წლის 28 ივნისის კანონი №407 – სსმ I, №26, 13.07.2000წ.,13.07.2000 წ., მუხ.71 საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.243
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(99)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 99-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-224-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 25.09.2026
…გამოტოვებით წარდგენილი პრეტენზია. 59. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია მარტოოდენ 13.06.2022 წლის საოქმო განჩინება, რომლითაც მხარეს უარი ეთქვა საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანების შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე. 60. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მეოთხე ნაწილი უშვებს სასამართლოს წარმოებაში არსებულ რამდენიმე ერთგვაროვან და სამართლებრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ საქმეთა ერთ წარმოებად გაერთიანებას იმ დათქმით, რომ ამგვარ გაერთიანებას შედეგად უნდა მოჰყვეს ამავე საქმეთა სწრაფად და სწორად განხილვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი: საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის, 284-ე მუხლებით და დ ა ა დ გ ი ნ ა: 1. განმცხადებლების - მ.კ–ძე, ი.გ–ძე, ნ.ვ–ა, მ.მ–ი, ნ.ხ–ი, ლ.ე–ი, ჯ.ს–ი…
საქმე №ას-333-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.07.2025
დასახელებულ საქმეთა განხილვის განსხვავებული საპროცესო ვადა კი, სსსკ-ის 182.4 მუხლით განსაზღვრულ მიზანს - სარჩელის უფრო სწრაფად განხილვა, ვერ უზრუნველყოფდა. 6. საქმის წარმოების შეჩერებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო პალატამ…
საქმე №ას-1306-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 27.11.2024
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულია სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმეთა გაერთიანების შესაძლებლობა.
საქმე №ბს-983(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.11.2024
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, სასარჩელო განცხადების მიმღებ მოსამართლეს შეუძლია გაერთიანებული მოთხოვნებიდან ცალკე წარმოებად გამოყოს ერთი ან რამდენიმე მოთხოვნა, თუ ცნობს, რომ მოთხოვნათა განცალკევებული გარჩევა უფრო მიზანშეწონილია.
საქმე №ას-10-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.04.2024
საქმე №ბს-37(გ-24) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 21.03.2024
საქმე №ას-1003-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
საქმე №ბს-416(კ-20) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 22.06.2023
საქმე №ას-93-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.04.2023
საქმე №ას-1544-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.04.2023
საქმე №ბს-1269(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 14.12.2022
საქმე №ბს-664(გ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 27.09.2022
საქმე №ას-388-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 10.06.2022
საქმე №ას-549-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.03.2022
საქმე №ას-633-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 09.11.2021
საქმე №ას-347-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.11.2020
საქმე №ას-227-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.07.2020
საქმე №ას-1322-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.04.2019
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 182, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-182/