სარჩელის (განცხადების) სასამართლოში შეტანისას სასამართლოს კანცელარია ახდენს სარჩელის (განცხადების) რეგისტრაციას და, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს იურიდიულ პირს, ინდივიდუალურ მეწარმეს, ადვოკატს ან წარმომადგენელს (გარდა კანონიერი წარმომადგენლისა), ან თუ სარჩელი (განცხადება) შეიტანება იურიდიული პირის წინააღმდეგ, მოსარჩელეს (წარმომადგენელს) გადასცემს გზავნილს (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლებს) მოპასუხისათვის ჩასაბარებლად. სარჩელი (განცხადება) არ რეგისტრირდება, თუ იგი არ აკმაყოფილებს შემდეგ ფორმალურ (და არა შინაარსობრივ) მოთხოვნებს:
ა) არ არის შეტანილი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმით;
ბ) მის ფორმაში არ არის აღნიშნული ამ კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“, „ზ“, „კ“, „მ“ ან/და „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეკვიზიტები;
გ) არ ერთვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (დედანი) (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც შუამდგომლობების გრაფაში მითითებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების, მისი გადახდის გადავადების ან მისი ოდენობის შემცირების შესახებ შუამდგომლობა);
დ) არ ერთვის თანდართული დოკუმენტების ნუსხაში მითითებული ყველა დოკუმენტი;
ე) არ ერთვის წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, თუ სარჩელი (განცხადება) შეაქვს წარმომადგენელს;
ვ) არ არის ხელმოწერილი;
ზ) არ არის წარდგენილი სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენიც მოპასუხეა.
საქართველოს 2007 წლის 28 დეკემბრის კანონი №5669 - სსმ I, №1, 03.01.2008 წ., მუხ.1
საქართველოს 2011 წლის 28 დეკემბრის კანონი №5667– ვებგვერდი, 30.12.2011წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
- 18.09.2019 კანონი №4955
- 28.12.2011 კანონი №5667
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(84)
- საქმე №ას-349-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.07.2025
…რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას ( სსსკ-ის 205-ე მუხლი). „საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ ( სსსკ-ის 183-ე მუხლი) დაუყოვნებლივ... მომზადების ეტაპზე სასამართლომ საბოლოოდ უნდა დააზუსტოს და განსაზღვროს გარემოებები, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს…
- საქმე №ას-926-2024 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.10.2024
…დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას. ამდენად, სასამართლო ვალდებულია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისას შეამოწმოს არსებობს თუ არა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები. 3.3. მოცემულ შემთხვევაში, სსსკ-ის 183-ე მუხლის შესაბამისად, მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნა და ჩაბარება დაევალა…
- საქმე №ას-668-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.06.2024
…და იურიდიულ პირთა წინააღმდეგ, მოპასუხეებისათვის სასამართლო გზავნილის (სარჩელის (განცხადების) და თანდართული დოკუმენტების ასლების) გაგზავნისა და ჩაბარების უზრუნველყოფა ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესების დაცვით, სსსკ-ის 183-ე მუხლის მიხედვით, დაევალა მოსარჩელეს; 9.2. საქმეში მოთავსებული სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი გზავნილით დადგენილია, რომ შესაგებლის…
- საქმე №ას-1426-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.01.2024
…რომელსაც ასრულებს მოსამართლე საქმის მომზადების მიზნით ( სსსკ-ის 203-ე მუხლი) და მოსამზადებელი სხდომის დანიშვნას ( სსსკ-ის 205-ე მუხლი). „საქმის მომზადება შეიძლება დაიწყოს სარჩელის (განცხადების) წარმოებაში მიღების შემდეგ ( სსსკ-ის 183-ე მუხლი) დაუყოვნებლივ... მომზადების ეტაპზე სასამართლომ საბოლოოდ უნდა დააზუსტოს და განსაზღვროს გარემოებები, რომლებზეც მხარეები ამყარებენ თავიანთ მოთხოვნებს…
- საქმე №ას-1266-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2022
…თანახმად, მხარეთა შორის გაფორმებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულება, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ მოპასუხის ზემოაღნიშნული პრეტენზია ვერ განიხილება ქონების კანონიერი მესაკუთრის საკუთრების უფლების ბოჭვის საფუძვლად, ვინაიდან სსსკ-ის 183.1 მუხლით, უძრავი ნივთის შესაძენად აუცილებელია გარიგების წერილობითი ფორმით დადება და ამ გარიგებით განსაზღვრული საკუთრების უფლების შემძენზე საჯარო რეესტრში…
- საქმე №ას-312-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.04.2022
- საქმე №ა-3099-შ-79-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 18.02.2022
- საქმე №ას-811-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.02.2021
- საქმე №ას-1127-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.04.2019
- საქმე №ას-509-509-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.04.2019
- საქმე №ას-1004-2018 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 08.02.2019
- საქმე №ას-729-682-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.09.2017
- საქმე №ას-500-468-2017 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.06.2017
- საქმე №ას-538-511-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 24.12.2015
- საქმე №ას-555-526-2015 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2015
- საქმე №ას-1082-1032-2014 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.07.2015
- საქმე №ბს-64-63(გ-14) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 25.02.2014
- საქმე №ბს-1418-1400(კს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 16.02.2012
- საქმე №ას-1573-1572-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.12.2011
- საქმე №ბს-1375-1358(კს-11) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 20.12.2011
- საქმე №ას-1556-1556-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 21.11.2011
- საქმე №ას-1425-1440-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2011
- საქმე №ას-1568-1567-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 11.11.2011
- საქმე №ას-1460-1474-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.11.2011
- საქმე №ას-1219-1239-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 31.10.2011
- საქმე №ას-1353-1371-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.10.2011
- საქმე №ას-1239-1259-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-1309-1329-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 17.10.2011
- საქმე №ას-1229-1249-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 13.10.2011
- საქმე №ას-1050-1080-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 12.08.2011
- საქმე №ას-1000-1033-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.08.2011
- საქმე №ას-945-983-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
- საქმე №ას-992-1025-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 29.07.2011
- საქმე №ა-727-შ-18-2011 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.07.2011
- საქმე №ას-683-639-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 15.11.2010
- საქმე №ას-748-701-2010 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 14.10.2010
- საქმე №ას-1019-1213-08 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 22.12.2008
- საქმე №ბს-1130-1081(კ-07) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 24.06.2008
- საქმე №ბს-04-04(კს-08) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 03.06.2008
- საქმე №ას-551-892-07 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 01.02.2008
ნაჩვენებია 40 გადაწყვეტილება 84-დან.