ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავებისა;
ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე;
გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე;
გ1) შრომით სამართლებრივ დავებზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა;
გ2) საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე;
გ3) ქონებრივ დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება;
გ4) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება;
გ5) არაქონებრივ დავებზე;
დ) ნებისმიერ სხვა დავაზე − მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მედიატორს შეიძლება გადაეცეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე.
3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე შესაბამისი საქმის გარემოებებს წინასწარ აფასებს და მხარეთა თანხმობის გარეშე, ხოლო თუ ამავე დავაზე გამოყენებულ იქნა კერძო მედიაციის შესაძლებლობა და იგი უშედეგოდ დასრულდა − მხარეთა თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას დავის საქმის მედიატორისათვის გადაცემის შესახებ.
საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5550 – ვებგვერდი, 28.12.2011წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №753 - ვებგვერდი, 24.05.2017წ.
საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №767 - ვებგვერდი, 25.05.2017წ.
საქართველოს 2019 წლის 18 სექტემბრის კანონი №4955 – ვებგვერდი, 27.09.2019წ.
მთავარი მონაცემები
თანხა20000 ლარს
თანხა10000 ლარს
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 18.09.2019-ის აქტით (აქტის მიღების თარიღი; ძალაში შესვლის თარიღი შეიძლება განსხვავდებოდეს). ცვლილება შევიდა 4-ჯერ.
წინა რედაქცია (11.12.2025 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 18731873. . სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავები 1. სასამართლო მედიაცია შეიძლება გავრცელდეს: ა) საოჯახო სამართლებრივ დავებზე, გარდა შვილად აყვანასთან, შვილად აყვანის ბათილად ცნობასთან, შვილად აყვანის გაუქმებასთან, მშობლის უფლების შეზღუდვასთან, მშობლის უფლების ჩამორთმევასთან, აგრეთვე ქალთა მიმართ ძალადობასთან ან/და ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებული დავებისა; ბ) სამემკვიდრეო სამართლებრივ დავებზე; გ) სამეზობლო სამართლებრივ დავებზე; გგ1) 1) შრომით სამართლებრივ დავებზე, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ გათვალისწინებული კოლექტიური დავისა; გ2) საზიარო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე; გ3) ქონებრივ დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება; გ4) საქართველოს საბანკო დაწესებულებების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების მიერ დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან (მათ შორის, ელექტრონული ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულებებიდან) გამომდინარე დავებზე, თუ დავის საგნის ღირებულება 10000 ლარს არ აღემატება; გ5) არაქონებრივ დავებზე; დ) ნებისმიერ სხვა დავაზე − მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დავა მედიატორს შეიძლება გადაეცეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. 3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ5“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოსამართლე შესაბამისი საქმის გარემოებებს წინასწარ აფასებს და მხარეთა თანხმობის გარეშე, ხოლო თუ ამავე დავაზე გამოყენებულ იქნა კერძო მედიაციის შესაძლებლობა და იგი უშედეგოდ დასრულდა − მხარეთა თანხმობით, იღებს გადაწყვეტილებას დავის საქმის მედიატორისათვის გადაცემის შესახებ.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(312)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა: 40 გადაწყვეტილება 312-დან.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქმე №ას-1085-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 07.03.2024
…4 მარტს, ლ.კ–ის მიერ შედგენილი მორიგების პირობები, რის საფუძველზეც მხარე მოითხოვს საქმის სასამართლო მედიაციისთვის გადაცემას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს ლ.კ–ის ეს შუამდგომლობაც, რადგან იგი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1873-ე მუხლით გათვალისწინებულ სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული დავების პირობებს, ხოლო ნებაყოფლობითი მედიაციისთვის გადასაცემად მხარეს არ წარმოუდგენია მოწინააღმდეგე მხარის თანხმობა.
საქმე №ას-109-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 28.02.2023
საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს, რომ დავის სამართალწარმოება სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეულ საპროცესო ხარჯებთან (სსსკ-ის 37-39 მუხლები), რაც თითოეულ ინსტანციაში დავის საგნის ღირებულების სხვადასხვა ოდენობიდან გამოითვლება (პირველი ინტსანციის სასამართლოში დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის - დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა).
საქმე №ბს-58(კ-22) · უზენაესი სასამართლო — ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა · 11.05.2022
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ამავე ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად კი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სააპელაციო საჩივრისათვის შეადგენს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა;
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი“, მუხლი 1873, №1106, 14.11.1997, სარეგისტრაციო კოდი 060.000.000.05.001.000.301 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.12.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/29962/muxli-1873/