გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.12.2019
საქმის ნომერი
170210019003232599
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
27.12.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #170210019003232599

საქმე № 2/185-19 გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 27 დეკემბერი, 2019 წელი ქ. თეთრიწყარო შესავალი ნაწილი თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მოსამართლე: ვლადიმერ ხუჭუა სხდომის მდივანი: ქეთევან გოგიაშვილი-მჭედლიშვილი მოსარჩელე - ს-----–-------------ი'' მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ-----------–---–ი მოპასუხეები - ლ-------------ნ, ი-----------------ნ, ი-----–-----------ნ წარმომადგენელი - ზ---------------ნ თარჯიმანი- ლ--------–------ი დავის საგანი: თანხის დაკისრება აღწერილობითი ნაწილი 1. სასარჩელო მოთხოვნა 1.1. მოპასუხეებს ლ-------------ნს, ი-----------------ნს და ი-----–-----------ნს მოსარჩელე ს-----–-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ #--------------- საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 8 346.89 ლარის ოდენობით გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 8 346.89 ლარი. 1.2. მოპასუხეებს ლ-------------ნს, ი-----------------ნს და ი-----–-----------ნს მოსარჩელე ს-----–-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 250.00 ლარის გადახდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მიზნით. სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები: სარჩელში მითითებულია, რომ ს----–-------------სა" და ლ-------------ნს შორის 2017 წლის 29 მაისს გაფორმდა #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი), რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 9100 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 30% საპროცენტო სარგებლის გადახდით. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმად, ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა 182 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი გადახდის წესი და პირობები ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ს-----–-------------ს'', ი-----------------ნსა და ი-----–-----------ნს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც აღნიშნულმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 9373 ლარის ფარგლებში. მოსარჩელის განმარტებით, მან შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გასცა სესხი, ხოლო მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. აღნიშნულზე, როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაეგზავნათ შეტყობინებები და ეთხოვათ ნებაყოფლობით შეესრულებინათ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეების დავალიანება 2019 წლის 12 სექტემბრის მდგომარობით მოპასუხე ლ-------------ნის დავალიანება ს-----–-------------ის“ მიმართ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8346.89 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 8 346.89 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება ჯეროვნად, მოსარჩელემ მომართა სასამართლოს. ამასთან, ითვალისწინებს რა მოპასუხეთა მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ითხოვს ძირი თანხის 8 346.89 ლარის მოპასუხეებზე სოლიდარულად გადასახდელად დაკისრებას (თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 9 373 ლარის ფარგლებში); ასევე ითხოვს, მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 250 ლარის ოდენობით ანაზღაურებას. (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმი). 2. მოპასუხის პოზიცია მოპასუხეებმა ლ-------------ნმა, ი-----–-----------ნმა და ი-----------------ნმა წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნეს. ზეპირი განხილვის სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა ზ---------------ნმა სარჩელი არ ცნო. იგი მიიჩნევს, რომ ბანკის მიერ მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია. ითხოვს, მოპასუხეების მიერ გადახდილი თანხები ჩაითვალოს ძირი თანხის დაფარვის ანგარიშში, რის შემდეგ მოხდეს დავის საგნის ოდენობის დაკორექტირება და განისაზღვროს სახ. ბაჟის ოდენობა. 3. ფაქტობრივი გარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. ს-----–-------------სა“ და ლ-------------ნს შორის 2017 წლის 29 მაისს გაფორმდა #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი), რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა სესხი 9100 ლარის ოდენობით, 60 თვის ვადით, წლიური 30% საპროცენტო სარგებლის გადახდით. მხარეებს შორის გაფორმდა სესხის გადახდის გრაფიკი, რომლის თანახმად, ყოველთვიური შენატანის ოდენობა განისაზღვრა 182 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, განისაზღვრა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი გადახდის წესი და პირობები ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: -საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №----------------- სესხის დაფარვის გრაფიკით (ს.ფ. 18-24) - მხარეთა ახსნა-განმარტება 3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, ს-----–-------------ს'', ი-----------------ნსა და ი-----–-----------ნს შორის გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც აღნიშნულმა პირებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად 9373 ლარის ფარგლებში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 25-32) 3.1.3. მოსარჩელემ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გასცა სესხი, ხოლო მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატა სესხის დაფარვის გრაფიკის დარღვევაში. აღნიშნულზე, როგორც მსესხებელს, ასევე თავდებ პირებს გაეგზავნათ შეტყობინებები და ეთხოვათ ნებაყოფლობით შეესრულებინათ ბანკის წინაშე არსებული ვალდებულებები, თუმცა უშედეგოდ. მოპასუხეების დავალიანება 2019 წლის 12 სექტემბრის მდგომარობით მოპასუხე ლ-------------ნის დავალიანება ს-----–-------------ის“ მიმართ #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 8346.89 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის - 8 346.89 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - ამონაწერი სესხის ანგარიშიდან, ცნობა დავალიანების შესახებ, შეტყობინებები და უკუგზავნილები (ს.ფ. 33-41) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად მიიჩნევს, რომ სს ,,ლიბერთი ბანკის“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები, რის გამოც წარმოდგენილი სარჩელი ძირითადი თანხის დაკისრების მოთხოვნის გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, მუხლები 6. სამართლებრივი შეფასება 6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2017 წლის 29 მაისს ს-----–-------------სა“ და ლ-------------ნს შორის გაფორმდა #--------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (მინი-მიკრო სესხი). ბანკმა შეასრულა ხელშეკრულებით მასზე დაკისრებული ვალდებულებები და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გასცა მსესხებელზე შესაბამისი კრედიტი 60 თვის ვადით, წლიური 30% საპროცენტო სარგებლის გადახდით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. აღნიშნული ასევე გათვალისწინებულია მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. დადგენილია და მხარეებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კრედიტის თანხა მოპასუხე ლ-------------ნმა მიიღო სრულად. განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის გრაფიკი მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა საკრედიტო ურთიერთობა და მოეთხოვა სესხის ძირი თანხის დაფარვა მოვალეებისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის 1-ლი ნაწილის და 892-ე მუხლების თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, რომლის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და ხელშეკრულებაში მითითებული პასუხისმგებლობის განსაზღვრული მაქსიმალური თანხის ოდენობა. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, 2017 წლის 29 მაისს ს-----–-------------ს'' და ი-----–-----------ნს, ასევე ს-----–-------------ს“ და ი-----------------ნს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა ბანკის წინაშე იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად თითოეულმა მაქსიმალური ზღვრული ოდენობის 9373.00 ლარის ფარგლებში. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ს----–--------------ს” მოთხოვნა ი-----–-----------ნის და ი-----------------ნის მიმართ, როგორც სოლიდარული მოვალეებისათვის თანხის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი. დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი) დასტურდება, რომ მის მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია. შესაბამისად, პროცენტის დაკისრების მოთხოვნა არც მხარეს წარმოუდგენია. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად პირგასამტეხლო მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხაა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლი მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას პირგასამტეხლოს განსაზღვრისას, მაგრამ აღნიშნული არ უნდა იქნეს განხილული, როგორც სრული თავისუფალი ნება. ამ დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ის შესაძლო ზიანი, რომელიც შეიძლება მოჰყვეს ვალდებულების შეუსრულებლობას ან არაჯეროვან შესრულებას და არ უნდა დაირღვეს სამოქალაქო ბრუნვის სამართლიანობა. აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში დამრღვევმა მხარემ უპირობოდ უნდა მოახდინოს პირსგასამტეხლოს გადახდა. განსახილველ შემთხვევაში არსებობს მხარეების მიერ დადგენილი წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებას. დადგენილია, რომ მოვალემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. განსახილველ შემთხვევაში საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო. მოსარჩელემ მოპასუხეების მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მოსარჩელემ მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების ნაწილში არ წარმოადგინა და მოვალის მიერ ბანკის სასარგებლოდ გადახდილი თანხები საკმარისად ჩაუთვალა. 8. საპროცესო ხარჯები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა, სახელმწიფო ბაჟის სახით მოპასუხეს უნდა დაეკისროს 250 ლარის მოსარჩელისთვის ანაზღაურება. 9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 260-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ს-----–-------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - ლ-------------ნის, ი-----------------ნის და ი-----–-----------ნის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს - ლ-------------ნს, ი-----------------ნს და ი-----–-----------ნს მოსარჩელე ს-----–-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროთ სესხის ძირითადი თანხა 8 346.89 ლარის ოდენობით.

 

3. მოპასუხეებს - ლ-------------ნს, ი-----------------ნს და ი-----–-----------ნს მოსარჩელე ს-----–-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის 250.00 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილში გათვალისწინებული წესების დაცვით თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს (მის.: ქ.თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოში (მის.: ქ. თეთრიწყარო, კოსტავას ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუა