1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად.
2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე შეგებებული სარჩელის წარდგენა ვერ მოხდა საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
წინა რედაქცია (31.12.1997 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 188. შეგებებული სარჩელის აღძვრა 1. მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას მოსარჩელის მიმართ შეგებებული სარჩელი პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად. 2. ამ ვადის გაშვების შემდეგ მოპასუხეს შეუძლია აღძრას შეგებებული სარჩელი სასამართლო პაექრობის დაწყებამდე, თუ საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე, თ შეგებებული სარჩელის წამრდგენა ვერთლ მოხდა საპატიოდ მიზეზიჩნთ. საპატიო მიზეზად ჩაითვს ვლება ამ კოდექსის გ215-ე მუხლის მე-3 ნაწილშვი მითითებული გარემოებები. საქართველოს 2006 წლის 13 ივლისის კანონი №3435 - სსმ I, №32, 31.07.2006წ., მუხ.2
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(40)
საქმე №ას-1038-2025 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.10.2025
…წელს მოსარჩელემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ზ. და ლ. წ–ის ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვება. მოპასუხეთა მიერ შესაგებლის წარდგენის დროს საქმეში იყო სამი მოპასუხე; 10.1.5. 04.10.2024 წელს მოპასუხემ სსსკ-ის 188.1 მუხლის საფუძველზე, პირვანდელ სარჩელთან ერთად განსახილველად, მოსარჩელის მიმართ აღძრა შეგებებული სარჩელი; 10.1.6. 04.10.2024 წელს მოსარჩელემ დაუსწრებელი…
საქმე №ას-1278-2023 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 04.12.2023
…დადებისას და არც ადმინისტრაციული წარმოებისას პირგასამტეხლოს ოდენობა არ გაუპროტესტებია. თუკი მოპასუხე თვლიდა, რომ შეთანხმებული პირგასამტეხლო ნასყიდობის ხელშეკრულების პირობების შესაბამისი არ იყო, მაშინ მას უნდა გამოეყენებინა სსსკ-ის 188-ე მუხლით მოპასუხისათვის მინიჭებული უფლება, კერძოდ, სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე უნდა…
საქმე №ას-411-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 30.11.2022
…ითხოვდა, ვინაიდან მას არსებულ შესრულებასთან დაკავშირებით მისი პოზიციის გასამყარებლად უკვე დართული ჰქონდა ე.წ. ფორმა 2-ები, რომლებიც მისი შეხედულებით საკმარისი იყო შესაგებელში მითითებული შედავების დასადასტურებლად; მოპასუხე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, მოკლებული იყო შეგებებული სარჩელის წარდგენის საპროცესო შესაძლებლობას, ვინაიდან 2018…
საქმე №ას-1004-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
…საფუძვლიანობასთან დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ მ.ლ–ძის სარჩელი წარდგენილი იყო კანონის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა, მაშინ უსაფუძვლოდ იქნა მიღებული სასამართლოს მიერ ზ.ბ–ძის შეგებებული სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლი შეგებებული სარჩელის აღძვრის წინპირობას სასამართლოში სარჩელის წარმოებაში განსახილვლეად მიღებას უკავშირებს, შემდეგ კი, იმ…
საქმე №ას-654-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.07.2021
…დრო, რაც მხარეს (მოპასუხეს) საკუთარი უფლების დაცვის შესაძლებლობას მისცემდა, რაც იმით დასტურდება, რომ შესაგებლის მიღებიდან- 15.10.2019, სასამართლომ მოსამზადებელი სხდომის თარიღი განსაზღვრა ერთი თვისა და ერთი კვირის შემდეგ ( სსსკ-ის 188.1-ე მუხლი ადგენს, რომ მოპასუხეს უფლება აქვს მისთვის სარჩელის ასლის ჩაბარების დღიდან საქმის ზეპირი განხილვისათვის წინასწარი მომზადების დამთავრებამდე აღძრას…