1. შეგებებული სარჩელის წარდგენა შეიძლება სარჩელის წარდგენის შესახებ არსებული წესების დაცვით.
2. მოსამართლე მიიღებს შეგებებულ სარჩელს, თუ:
ა) შეგებებული სარჩელის მოთხოვნა მიმართულია პირვანდელი მოთხოვნის ჩასათვლელად;
ბ) შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მთლიანად ან ნაწილობრივ გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას;
გ) შეგებებულ სარჩელსა და პირვანდელ სარჩელს შორის არის ურთიერთკავშირი და მათი ერთად განხილვის შედეგად აღძრული დავა უფრო სწრაფად და სწორად გადაწყდება.
3. პირვანდელი და შეგებებული სარჩელის ერთად განხილვის შედეგად სასამართლოს გამოაქვს ერთობლივი გადაწყვეტილება, გარდა 245-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების
რედაქციის ისტორია
მუხლის რედაქცია მიღების დღიდან არ შეცვლილა (14.11.1997).
სასამართლო პრაქტიკა ამ მუხლზე
(67)
საქმე №ას-1447-2022 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.01.2023
…„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლისა, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან. ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე და 396-ე მუხლებით, ასევე „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და დ ა ა დ გ ი ნ ა 1. დ.თ–ას შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველი;…
საქმე №ას-529-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 20.04.2022
…სახით მოპასუხისათვის ჩარიცხული თანხის ოდენობა და აღნიშნულ ნაწილში მოპასუხის პასუხისმგებლობის ფარგლები. 13.5. შეგებებული სარჩელის ფარგლებში პალატამ წინსწრებად აღნიშნა, რომ შეგებებული სარჩელით ინიცირებული მოთხოვნის დაკმაყოფილება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილის,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამორიცხავს პირვანდელი სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას. ამასთანავე, თავისი…
საქმე №ას-1004-2021 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 23.02.2022
…მიერ ზ.ბ–ძის შეგებებული სარჩელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 188-ე მუხლი შეგებებული სარჩელის აღძვრის წინპირობას სასამართლოში სარჩელის წარმოებაში განსახილვლეად მიღებას უკავშირებს, შემდეგ კი, იმ პირობებს, რაც მითითებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლში. 4.4. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170- 172-ე და 312-ე მუხლები. 4.5. ზ.ბ–ძე არ…
…პუნქტი) შინაარსობრივადაც არ მოიცავდა სავინდიკაციო სარჩელზე სსსკ-ის 201-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაგებლის არგუმენტაციას. რაც შეეხება შეგებებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველს, სასამართლომ განმარტა, რომ იგი არ პასუხობდა სსსკ-ის 189-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს, ვინაიდან მოპასუხეს ბანკის მიმართ დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნები გააჩნდა (ტ.1, ს.ფ…-..;..-…). 18.…
საქმე №ას-788-2020 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 26.02.2021
…ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები, მაგალითად, როგორც ეს შეგებებული სარჩელის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლში გვხვდება. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის ძალით სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის…
საქმე №ას-1232-2019 · უზენაესი სასამართლო — სამოქალაქო საქმეთა პალატა · 05.06.2020